ლეგენდარული გერმანელი გოლკიპერის, ოლივერ კანის მეუღლის, მსახიობ სვენია კანის შესახებ გერმანული და არამხოლოდ გერმანული ფეხბურთისა და კინოს მოყვარულებმა კარგად უწყიან, რადგან ვინ ვინ და კანის მეუღლე არასოდეს ყოფილა ჩრდილში შეყუჟული რიგითი ლამაზმანი.
თუმცა, ამ ბოლო დროს, ოლივერის თანამესარეცელე კიდევ უფრო პოპულარული გახდა, რასაც ხელი მთელს მსოფლიოში და მათ შორის ევროპაშიც ესოდენ პოპულარულმა თანამედროვე ტიპის მაღალბიუჯეტიანი სერიალების ბუმმა შეუწყო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ბუმი გუშინ არ დაწყებულა.
ქალბატონი სვენია ერთ-ერთ ევროპულ სერიალში მონაწილეობს, რომელიც ერთბაშად სამი ქვეყნის ტელევიზიის დაკვეთით რამდენიმე არხზე გადის და მიუხედავად იმისა, რომ სვენია კანის როლი მთლად პირველხარისხოვანი არ ყოფილა, ეს ამპლუა ოლივერის მეუღლეს პოპულარობის მოხვეჭაში ნამდვილად დაეხმარა. ისე, თავად დიდი ოლივერის მიერ შესრულებულ როლებსაც ნახავდა კაცი. მაგალითად, ერთ რამედ ღირს ვიხილოთ კანი როგორც ბრაზიანი პილიციელი...