ფეხბურთი

0:30 | 6.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" ფილიპი დიდი ხნით გამოაკლდა

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი მაქსიმილიან ფილიპი დიდი ხნით იუქმებს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გუნდის ვებგევრდი ავრცელებს.

23 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ლევერკუზენთან” (1:1) მატჩის პირველ ტაიმში მიიღო. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, ფილიპს მუხლზე სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა.

თუ რა პერიოდი გაუცდება ზუსტად, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მაქსიმილიანი მოედანზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გავა.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდმა” ფილიპი გასულ ზაფხულს “ფრაიბურგიდან” შეიძინა. ამ დრომდე 23 წლის გერმანელმა “ყვითლების” რიგებში 17-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.

0.112082