ფეხბურთი

20:15 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ პსჟ შესაძლოა 75 მილიონით დააჯარიმოს

უეფამ შესაძლოა “პარი სენ ჟერმენი” ფინანსური ფეირ-პლეის წესის დარღვევისთვის დასაჯოს. როგორც ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, პარიზულ გუნდს ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება 75 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმებს.

პსჟ სასჯელის დამტკიცების შემთხვევაში ვალდებული იქნება, რომ ხსენებული თანხა 2018 წლის 30 ივნისამდე დაფაროს.

ცნობილია, რომ უეფა “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელების თანდასწრებით 7 დეკემბერს, ნეიმარისა და კილიან მბაპეს ტრანსფერების შესახებ იმსჯელებს.

თეგებიპსჟუეფა
0.113209