ფეხბურთი

19:30 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გულამმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ალჟირის ეროვნული ნაკრების მარცხენა გარემარბმა ფაუზი გულამმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ფეხბურთელი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფაუზის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.

აფრიკელი მოთამაშე იტალიურ გუნდში "სენტ-ეტიენიდან" 2014 წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ გულამმა 153 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

0.115731