ფეხბურთი

16:47 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" სახელს შეიცვლის

ბუქარესტის “იუვენტუსი” დამდეგი სეზონიდან სახელსა და ლოგოს შეიცვლის. რუმინული გუნდი მას შემდეგ გახდა იძულებული ეს ნაბიჯი გადაედგა, რაც მოსახელე ტურინის “იუვენტუსმა” სასამართლოს მიმართა.

საქმე ისაა, რომ იტალიური გრანდის შეფები მიიჩნევენ, რომ ბუქარესტულმა გუნდმა სახელთან ერთად მისი ლოგოც მიითვასა. მართლაც, რუმინული “იუვენტუსის” ლოგო ძალზე წააგავს “ბებერი ქალბატონის” ლოგოს, რომელიც “იუვეს” მაისურს 2004-2017 წლებში ამშვენებდა.

2018-2019 წლების სეზონიდან ბუქარესტის “იუვენტუსს” ახალი სახელი ექნება – საფეხბურთო კლუბი “კოლენტინა”. რაც შეეხება ლოგოს, მისი დიზაინი ჯერჯერობით უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებულ რუმინულ გუნდში ნიკა ძალამიძე თამაშობს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 10-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

0.114522