საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფიბას რეინტინგში პროგრესს აგრძელებს. ილიას ზუროსის გუნდმა ამჯერად ერთი საფეხურით წაიწია წინ და 216.9 ქულით 27-ე პოზიციას იკავებს. აქვე გეტყვით, რომ ძველი რეიტინგის შედეგებით საქართვლო 28-ე ადგილზე იმყოფებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა ორი მარცხი განიცადა (გერმანიასთან და სერბეთთან), ამან რეიტინგში რეგრესი არ გამოიწვია.
აქვე გეტყვით, რომ საუბარი მსოფლიო რეინტინგზეა, ხოლო მხედველობაში თუ მარტო ევროპულ ნაკრებებს მივიღებთ, მაშინ საქართველოს ნაკრებს მე-16 პოზიციაზე აღმოვაჩენთ.
ფიბას განახლებულ რეიტინგში საქართველო ყველაზე ახლოს ჩეხეთთანა, რომელსაც 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო პოლონეთს 2 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება რეიტინგის მოწინავე ხუთეულს: აქ ერთადერთი ცვლილებაა - ლიტვამ და არგენტინამ ადგილები გაცვალეს და ახლა ხუთეულში ბალტიისპირელები იმყოფებიან. ლიდერი ისევ აშშ-ს ნაკრებია, რომელიც დამაჯერებელად უსწრებს ესპანეთს. მესამე-მეოთხე ადგილები კი, შესაბამისად სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრების ხელთაა.
აქვე გაგაცნობთ, საქართველოს ნაკრების მეტოქეების შედეგებს აღნიშნულ რეიტინგში.
... 3. სერბეთი - 642.1 ქულა
22. გერმანია - 259.7 ქულა
55. ავსტრია - 96.4 ქულა.