დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის საწყისი რვა შეხვედრა გაიმართება. 8 შესაძლო მერვედფინალისტიდან ხუთის ვინაობა უკვე ცნობილია: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბაიერნი”, პსჟ, “ჩელსი” და “რომა”. შესაბამისად, დღეს დანარჩენი სამი გუნდის ვინაობა უნდა გაირკვეს.
A ჯგუფიდან “მანჩესტერი” უკვე გასულია და თანაც პირველი ადგილით. ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის ცსკა-სთან მატჩი მხოლოდ ფორმალობაა და შეუძლია მანჩესტერული დერბისთვის გამოიყენოს. აი, ცსკა-სთვის კი ძალიან ბევრი რამ წყდება. რუსებს მერვედფინალში გასვლის შანსი აქვთ, ოღონდ, ამისთვის მთავარი პირობაა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” არ წააგონ. ისე, მოსკოველებს შესაძლოა, გამარჯვებაც არ ეყოთ, რადგან მათი ბედი მაინც “ბაზელის” ხელშია.
“ბაზელი”, რომელიც ცსკა-ს ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის და თანაბარი ქულების შემთხვევაში პლეი-ოფში გავა. შვეიცარიის ჩემპიონის საქმეს ისიც ამარტივებს, რომ აუტსაიდერ “ბენფიკას” ეთამაშება. ძნელი სათქმელია ბოლოს ლისაბონურ გუნდს ასეთი წარუმატებელი გამოსვლა როდის ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე. ფაქტია, “არწივებმა” ხუთივე მატჩი წააგეს და ეგებ, კარი მაინც გაიჯახუნონ.
B ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, ხოლოდ ადგილებია გადასანაწილებელი. ვინ იქნება პირველი და ვინ მესამე. მესამე ადგილი ხომ ევროპა ლიგის საგზურს იძლევა. თუმცა, ინტრიგა ამ მხრივაც თითქმის არ არსებობს. “სელტიკი” ძალიან ახლოსაა საპატიო მესამე პოზიციასთან, რადგან ბრიუსელში 3:0 აქვს მოგებული და დღეს საკუთარ მოედანზე 4-ბურთიანი სხვაობით არ უნდა წააგოს. რისი ალბათობაც ძალიან მცირეა.
“ბაიერნს” კი ჯგუფში პირველობისთვის პსჟ-ს დამარცხება სჭირდება, თანაც ოთხი ბურთის სხვაობით. არ იქნება ადვილი მიუხედავად იმისა, რომ იუპ ჰაინკესი გუნდი ნელ-ნელა იქოქება. “პარი სენ ჟერმენი” ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და პარიზში “რეკორდმაისტერი” 3:0 დაამარცხა. მოკლედ, ამ ჯგუფში ალბათ იგივე მდგომარეობა დარჩება, რასაც ახლა ვხედავთ.
C ჯგუფიდან თავი ქუდში მხოლოდ “ჩელსის” აქვს. “არისტოკრატებს” პლეი-ოფი გარანტირებული აქვთ, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, პირველ ადგილზე გავლენ თუ მეორეზე. ანტონიო კონტეს ქვეჯგუფის მოსაგებად დღეს სამი ქულა სჭირდებათ, რადგან თუ “ჩელსი” ვერ მოიგებს და “რომა” 3 გაიმარჯვებს, სწორედ იტალიელები დაიკავებენ პირველ პოზიციას. თავის მხრივ, ლონდონს “ატლეტიკო” სტუმრობს, რომელსაც ყველა გზა მოჭრილი აქვს – მხოლოდ მოგების შემთხვევაში შეინარჩუნებს შანსს. თუმცა, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაშიც არ ექნება დიდი შანსი – ყველაფერი ხომ “რომას” ხელთაა, რომელიც შინ აუტსაიდერ “ყარაბაღს” დაუხვდება და გამარჯვება წესით არ უნდა გაუძნელდეს.
D ჯგუფში თავს მშვიდად “ბარსელონა” გრძნობს, რომელსაც პირველი ადგილი და ბუნებრივია, პლეი-ოფი გარანტირებული აქვს. ერნესტო ვალვერდეს გუნდი “კამპ ნოუზე” ლისაბონის “სპორტინგს” უპირისპირდება, რომელიც ერთობ რთული ამოცანის წინაშე დგას – 3 ქულა სჭირდება. თუმცა, ჟორჟე ჟესუსის გუნდი ამ შემთხვევაშიც არ იქნება მშვიდად და პარალელური მატჩის შედეგს უნდა დაელოდოს.
“იუვენტუსი” პორტუგალიელებს ქულით უსწრებს და ათენში თუ მოიგებს, მეორე ადგილს დაიკავებს. “ბებერი ქალბატონისთვის” ამის გაკეთება წესით დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან “ოლიმპიაკოსი” ჯგუფის აუსტაიდერია.
ყველა შეხვედრა პარალელურად, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
A ჯგუფი
“მანჩესტერ იუნაიტედი” – ცსკა
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
5 დეკემბერი, 23:45 საათი
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): რომერო; დარმიანი, ლინდელოფი, ბლინდი, შოუ; მაკტომინერი, პოგბა; მატა, მხითარიანი, რაშფორდი; ლუკაკუ
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ცსკა (5-2-2-1): აკინფეევი; ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, ვასინი, ნაბაბკინი; ხოსონოვი, კუჩაევი; ძაგოევი, გოლოვინი; ვიტინიო
მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“ბენფიკა” – “ბაზელი”
ლისაბონი, “და ლუჟი”
5 დეკემბერი, 23:45 საათი
“ბენფიკა” (4-3-3): ვარელა; ანდრე ალმეიდა, ლუიზაო, ჟარდელი, გრიმალდო; ფეისა, პიცი, სამარისი; სალვიო, ხიმენესი, ჩერვი
მწვრთნელი: რუი ვიტორია
“ბაზელი” (3-4-3): ვაცლიკი; სუხი, აკანჯი, ბალანტა; ლანგი, ჯაკა, ზუფი, პეტრეტა; სტეფენი, ობერლინი, ელიუნუსი
მწვრთნელი: რაფაელ ვიკი
მსაჯი: ხესუს ჟილი (ესპანეთი)
B ჯგუფი
“ბაიერნი” – “პარი სენ ჟერმენი”
მიუნხენი, “ალიანც არენა”
5 დეკემბერი, 23:45 საათი
“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა; მარტინესი, ვიდალი, ტოლისო; მიულერი, კომანი, ლევანდოვსკი
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კურზავა; რაბიო, ვერატი, დრაქსლერი; მბაპე, კავანი, ნეიმარი
მწვრთნელი: უნაი ემერი
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
“სელტიკი” – “ანდერლეხტი”
გლაზგო, “სელტიკ პარკი”
5 დეკემბერი, 23:45 საათი
“სელტიკი” (4-4-1-1): გორდონი; ლუსტიგი, შიმუნოვიჩი, ბოიატა, ტიერნი; ფორესტი, არმსტრონგი, ბრაუნი, სინკლერი; მაკგრეგორი; დემბელე
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
“ანდერლეხტი” (3-5-2): სელსი; აპია, მბოჯი, ობრადოვიჩი; ტრებელი, კუმსი, დენდოკერი, გერკენსი, ჰანი; ონიეკურუ, ტეოდორშიკი
მწვრთნელი: იან ვანჰაეზბრუკი
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)
C ჯგუფი
“რომა” – “ყარაბაღი”
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
5 დეკემბერი, 23:45 საათი
“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; ელ შაარავი, ჯეკო, პეროტი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ყარაბაღი” (4-5-1): შეჰიჩი; მედვედევი, იუნუსზადე, რჟენჩინაკი, გუერიე; გარაიევი, ალმეიდა, მიჩელი, კინტანა, მადატოვი; ნდლოვუ
მწვრთნელი: გურბან გურბანოვი
მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)
“ჩელსი” – “ატლეტიკო”
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
5 დეკემბერი, 23:45 საათი
“ჩელსი” (3-4-2-1): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი; მოზესი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო; ფაბრეგასი, აზარი; მორატა
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; პარტეი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი, ფერეირა-კარასკო; გრიზმანი, გამეირო
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)
D ჯგუფი
“ოლიმპიაკოსი” – “იუვენტუსი”
ათენი, “კარაისკაკისი”
5 დეკემბერი, 23:45 საათი
“ოლიმპიაკოსი” (4-2-3-1): პროტო; ელაბდელაუი, ენგელსი, ბოტია, კუტრისი; რომაო, ჟილე; პარდო, ოჯიჯა, სება; ჯურჯევიჩი
მწვრთნელი: ტაკის ლემონისი
“იუვენტუსი” (4-3-2-1): ბუფონი; დე შილიო, ბარძალი, ბენატია, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, დიბალა; იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
მსაჯი: დავიდ ფერნანდესი (ესპანეთი)
“ბარსელონა” – “სპორტინგი”
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
5 დეკემბერი, 23:45 საათი
“ბარსელონა” (4-3-3): სილესენი; სემედუ, პიკე, ვერმაელენი, დინიე; ანდრე გომეში, სერხი რობერტო, დენის სუარესი; დეულოფეუ, ალკასერი, მესი
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
“სპორტინგი” (4-2-3-1): რუი პატრისიუ; პიჩინი, კოატეში, მატიე, კოენტრაუ; უილიამ კარვალიუ, ბატალია; ჟელსონი, ბრუნო ფერნანდეში, აკუნია; დოსტი
მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)