ფეხბურთი

19:00 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოიგებ? დარჩები. წააგებ? დარჩები

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ნდობას უცხადებს ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს. ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა მარტინ გლენმა თქვა, რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს, საუთგეიტი 2018 წლის მუნდიალის შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას.

“გვსურს, რომ საუთგეიტმა მშვიდად გააგრძელოს მუშაობა და სამომავლო პერსპექტივაზე იზრუნოს. ამიტომაც ვუცხადებთ სრულ ნდობას. დროს ვაძლევთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისი მუნდიალს ტრამპლინად გამოიყენებს. სულაც არა: ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა” – ციტირებს გლენის სიტყვებს Mirror-ი.

0.127965