ფეხბურთი

17:36 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე მალე სრული დატვირთვით დაიწყებს

18 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებული გახლდათ. კუნთი ჰქონდა დაჭიმული და ამის გამო გაუცდა საკმაო პერიოდი. თუმცა როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღეში “გენტში” სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.

ჩაკვეტაძეს ბოლო სანაკრებო თამაშები გაუცდა. ბოლოს ოქტომბრის შუა რიცხვებში ითამაშა. მერე ტრავმა მიიღო და წესით, რამდენიმე დღეში უკვე სრული დატვირთვით მოემზადება.

გიორგიმ “გენტის” დუბლებში კარგად წამოაჩინა თავი, ბელგიის მთავარ ლიგაში კი ერთხელ, “ბრიუგესთან” ითამაშა ბოლო 10 წუთი.

0.115303