ფეხბურთი

15:33 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ “ბაიერნიდან” წასვლის მიზეზები გაამხილა

“ბაიერნის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტომ კლუბიდან დათხოვნის მიზეზები სააშკარაოზე გამოიტანა. იტალიელმა სპეციალისტმა La Domenica Sportiva-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის გუნდის გამო თავის ფილოსოფიის შეცვლას არ აპირებდა.

“კლუბის მმართველები ჩემი მეთოდებით უკმაყოფილონი იყვნენ. ისინი მოითხოვდნენ შემეცვალა მიდგომა, თუმცა წლების განმავლობაში ვქმნიდი ჩემს ფილოსოფიას და მის შეცვლას არ ვაპირებ.

მოთამაშეებს წელიწადში 60-ზე მეტი მატჩის ჩატარება უწევდათ. ჩემი მეთოდები ძირითადად ხარისხზე იყო გათვლილი, ვიდრე რაოდენობაზე. მერჩივნა მათ კლასი ეჩვენებინათ და ნაკლები გაეტანათ, ვიდრე მხლოდ ანგარიში დარჩენილიყო, თუმცა ბოლო დროს ყოველი საათნახევარი ერთფეროვანი იყო. მე ამ სპორტში დიდი ხანია ვმოღვაწეობ და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. აუცილებელია დროის სწორად მართვა, რადგან თუ 1 მოთამაშე სამოცივე მატჩში შეუსვენებლად ათამაშე, ეს პირველ რიგში მისთვისვე იქნება საზიანო”, - განაცხადა ანჩელოტომ.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნიდან” წასვლის შემდგომ ანჩელოტის იტალიის ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ, თუმცა მან აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

0.154892