თამაშგარე

10:33 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტაქტიანი ბარ რაფაელი

უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, მთელი მსოფლიო იმაზე მსჯელობს და ფიქრობს, რა შედეგებით დასრულდება კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი და რა ზომებს მიიღებს ესპანეთის ხელისუფლება კატალონიური თვალხილული სეპარატიზმის აღსაკვეთად.

თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ კატალონიის “ბარსელონას“ მთელს მსოფლიოში ყავს ქომაგი ცნობილი ადამიანები, რომლებმაც არ დაიზარეს და საჯაროდ გამოთქვეს აზრი, ეთანხმებიან თუ არა კატალონიის მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნებს და დაიჩაგრება თუ არა ამ ყველაფრით მათი საყვარელი გუნდი.

ერთადერთი, ვინც ამ ერთობ დელიკატურ პოლიტიკურ საკითხზე სჩუმე არჩია, ცნობილი მოდელი ბარ რაფაელია, რომელიც კატალონიურ კლუბს კარგა ხანია ეტრფის და ქალაქი ბარსელონაც ნამეტნავად უყვარს, თუმცა ებრაული წარმოშობის ლამაზმანს ეყო ტაქტი და დიპლომატიურობა და არ დაუჭირა მხარი იმას, რაც ბორის ჩოჩიევის ულვაშებზეც წერია.

0.120649