იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში დასანანი მარცხი განიცადა მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანამ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ოლიმპია მილანოსთან” ერთი ქულის სხვაობით, 71:72 დამარცხდა.
მატჩი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ “რეჯანამ” მესამე და მეოთხე პერიოდები მოიგო, საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 30 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ხსენებულ დროში მანუჩარმა 10 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
ჩვენებურმა 2-დან ერთი ორქულიანი, 5-დან ორი სამქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო ჩააგდო.
“რეჯანა” ცხრა ტურის შემდეგ 2 გამარჯვებითა და 7 მარცხით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზე იმყოფება.