ფეხბურთი

20:20 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი: “ალბათ, სამპაოლიმ დალია და შემდეგ ილაპარაკა”

მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელ იუპ ჰაინკესს გაუკვირდა, რომ არგენტინის ნაკრების თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ გერმანია მუნდიალის ფავორიტთა შორის არ დაასახელა. ისე, გასაკვირი მართლაც რომ არის...

“სამპაოლი ძლიერი სპეციალისტია, მაგრამ ნათქვამში არ ვეთანხმები. გუნდურ პრინციპებს ვაკვირდები და ამ მხრივ, გერმანიას 1954 წლის შემდეგ არ ჰყოლია ასეთი ნაკრები. ალბათ, სამპაოლიმ რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინო დალია და შემდეგ ილაპარაკა. არ მინდა დავიჯერო, რომ სამპაოლიმ გულწრფელად ისაუბრა ფავორიტებზე, ის ხომ პროფესიონალია” – განაცხადა ჰაინკესმა.

0.121167