ფეხბურთი

16:50 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“თელავი” და “ნორჩი დინამო” – ეროვნულ ლიგა2-ში

გაიმართა ეროვნული ლიგა2-ის პლეი ოფის ორივე საპასუხო მატჩი. თბილისის “ნორჩი დინამო” და “თელავი” ითამაშებენ ამ ლიგაში. ისინი ლიგა3-დან დაწინაურდნენ ზემოთ.

“ნორჩი დინამო”, რომელიც მეტწილად 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, იოლად გაუმკლავდა ტყიბულის “მეშახტეს”. პირველ თამაშში 2:0 სძლია, მეორეში კი – 4:0. “ნორჩ დინამოში” თამაშობენ ალეკო გოგობერიშვილი, გოგი ფიფია, სევასტი თოდუა, ზურაბ ძამსაშვილი, ანზორ კალაძე, მინდია ბობღიაშვილი, გიორგი მელქაძე, ვლადიმერ ჯოჯუა და სხვები... მათ კი არაერთი კლუბი გამოუცვლიათ და გამოცდილება არ დაეწუნებათ.

ინტრიგა რჩებოდა “გურია”-“თელავის” დაპირისპირებაში. თელაველებს პირველი მატჩი 2:1 ჰქონდათ მოგებული და სტუმრად 45-ე წუთზე დაწინაურდნენ: კონტრშეტევაზე გიორგი ნიქაბაძემ შეაგდო.

გურულების მდგომარეობა უფრო დამძიმდა 67-ე წუთზე, როცა მალოირ ტელა გაუძევეს, თუმცა 10 კაცით მაინც მოახერხეს თამაშის დაძაბვა. 82-ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ მახვილი კუთხიდან მშვენივრად შეასრულა საჯარიმო და ანგარიში გათანაბრდა.

88-ე წუთზე კი საკვანძო მომენტი ვიხილეთ. მსაჯმა პენალტი დანიშნა “თელავის” კარში... დავით მეგრელიშვილმა დაარტყა და მეკარე ლუკა სანიკიძემ აიღო – 1:1. გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა “თელავმა” საწადელს მიაღწია. კახური კლუბი რანგით მეორე ლიგაში ითამაშებს.

გურია – თელავი 1:1

გოლები: 0:1 ნიქაბაძე (45), 1:1 ალ.შენგელია (82)

88-ე წუთზე მეგრელიშვილმა (გურია) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაძევება: ტელა (67, გურია)

ნორჩი დინამო – მეშახტე 4:0

გოლები: 1:0 ფიფია (1), 2:0 იაგო დეისაძე (59), 3:0 გოგობერიშვილი (69), 4:0 შენგელიძე (76)

0.135688