ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ ლონდონის "არსენალთან" მოგებულ მატჩში (3:1) 14 ბურთი მოიგერია და ამ მაჩვენებლით პრემიერლიგაში იტალიელი ვიტო მანონეს და ჰოლანდიელი ტიმ კრულის რეკორდი გაიმეორა.
"მეთოფეებმა" მე-15 ტურის შეხვედრაში 33-ჯერ სცადეს კარის აღება და კარის მიმართულებით ბურთი 15-ჯერ გაუშვეს, აქედან 14-ჯერ ესპანელმა ფეხბურთელმა მოიგერია და ერთი გოლი "არსენალის" მხრიდან მხოლოდ ალექსანდრ ლაკაზეტიმ გაიტანა.