ფეხბურთი

16:11 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: “ასე ხომ 25-წლიანი სიყვარულის ისტორიას დავანგრევდი”

ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ თავისუფლად შეეძლო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ან აშშ-ში კარიერის გაგრძელება, მაგრამ სხვაგვარად არჩია და ახსნა, თუ რატომ დარჩა ბოლომდე “რომაში”.

“სარფიანი წინადადებები იყო, მაგრამ ასე ხომ “რომასთან” 25-წლიანი სიყვარულის ისტორიას დავანგრევდი. თავიდან, მადრიდის “რეალში” შემეძლო გადასვლა. რაც შეეხება იტალიურ კლუბებს, ჩემთვის მხოლოდ “რომა” არსებობდა და არსებობს. სხვა იტალიური გუნდის ფორმას ვერ ჩავიცმევდი. ყოველთვის გულით ვაკეთებდი არჩევანს და არც მინანია”.

როგორც იცით, ტოტიმ ამ ზაფხულს დაასრულა კარიერა.

0.120177