ფეხბურთი

15:20 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის “კოლხეთი” – ისევ ეროვნულ ლიგაში

დასრულდა ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი. ფოთის “კოლხეთმა” სტუმრად 2:2 ითამაშა მარტვილის “მერანთან” და გაისადაც საუკეთესო ათ გუნდს შორის იქნება. პირველი მატჩი ფოთელებმა შინ 2:1 მოიგეს და მარტვილში დაძაბულ თამაშს ველოდით. ასეც მოხდა...

“მერანი” ვანო კურდღელაშვილის ლამაზი გოლით დაწინაურდა, მეორე ნახევარში კი “კოლხეთმა” მოატრიალა თამაში. გიორგი ბუხაიძემ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ბოლო წუთებზე კონტრშეტევაზე კიდევ ერთი გაიტანა და საბოლოოდ გადაწყვიტა ყველაფერი. ბოლოს იყო ისევ კურდღელაშვილის გოლი, რომელსაც არსებითად არაფერი შეუცვლია – 2:2.

“მერანი” დიდხანს ლიდერობდა ეროვნულ ლიგა2-ში, თუმცა “რუსთავს” მისცა გადასწრების საშუალება და თავად მეორეზე დარჩა. აი, პლეი ოფში კი “კოლხეთშ” ვეღარ აჯობა.

ეროვნული ლიგის მეათე კლუბის ვინაობაც დღეს გაირკვევა. 17:00 საათზე ბათუმის რაგბი არენაზე დაიწყება მატჩი: “დინამო” (ბათუმი) – “სიონი” (ბოლნისი). ბოლნისელებს შინ მოგებული აქვთ – 3:2.

მერანი – კოლხეთი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 კურდღელაშვილი (16), 1:1 ბუხაიძე (53), 1:2 ბუხაიძე (89), 2:2 კურდღელაშვილი (90+2)

0.117722