კალათბურთი

11:35 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდის” ზედიზედ მე-11 გამარჯვება

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” შინ “მემფისი” 116:111 დაამარცხა. მატჩში გადამწვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კავალიერსმა” 38:20 მოიგო. ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 34 ქულა და 12 პასი. “მემფისში” კი ტაირიკ ევანსი 31 ქულით, 12 პასით და 7 მოხსნით გამოირჩა. “კავალიერსმა” ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგო ჯამში კი 16 მოგებით და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

“პორტლენდი” საკუთარ დარბაზში “ნიუ ორლეანთან” 116:123 დამარცხდა. ნიუ ორლეანელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი დემარკუს კაზინსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 38 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. 7-დან 2 სამქულიანი, 21-დან 12 ორქულიანი და 13-დან 8 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “პორტლენდში” 29 ქულით ლილარდი გამოირჩა.

“ბრუკლინი” – “ატლანტა” 102:114 (22:25, 23:29, 30:27, 27:33)

https://www.youtube.com/watch?v=kbhnB-BWRzo

“კლივლენდი” – “მემფისი” 116:111 (28:32, 38:20, 27:30, 23:29)

https://www.youtube.com/watch?v=Ldin8eQDGFM

“ფილადელფია” – “დეტროიტი” 108:103 (32:25, 31:22, 17:33, 28:23)

https://www.youtube.com/watch?v=8L7n1Ur6e8E

“მილოუკი” – “საკრამენტო” 109:104 (33:25, 30:27, 25:24, 21:28)

https://www.youtube.com/watch?v=2VfcByZN5jg

“დენვერი” – “ლეიკერსი” 115:100 (34:29, 21:30, 23:21, 37:20)

https://www.youtube.com/watch?v=EbtzHL8GEzw

“პორტლენდი” – “ნიუ ორლეანი” 116:123 (33:26, 24:34, 25:38, 34:25)

https://www.youtube.com/watch?v=7ACBOmbeH00

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114355