ფეხბურთი

20:40 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰიოვედესისთვის წელი დასრულდა

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი ისევ ტრავმირებულია. გერმანელი ფეხბურთელის დაზიანება ამჯერადაც სერიოზული გამოდგა და მოედანზე დაბრუნებას მიმდინარე წელს ვეღარ შეძლებს.

როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, გერმანელ ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და ამის გამო ერთი თვე გაუცდება. ჰიოვედესის გამოჯანმრთლების ზუსტი თარიღი კი უახლოეს კვირებში, დამატებითი გამოკვლევების შედეგად დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ ბენედიქტ ჰიოვედესი “იუვენტუსს” გასულ ზაფხულს “შალკედან” შეუერთდა, თუმცა დღემდე ერთადერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დანარჩენი პერიოდი კი ტრავმის გამო ლაზარეთში დაჰყო.

0.115622