ფეხბურთი

21:12 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რომამ” მანოლასთან გაახანგრძლივა

იტალიურმა “რომამ” და ბერძენმა მცველმა კოსტას მანოლასმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს. “ჯალოროსის” ვებგვერდის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი რომში 2022 წლამდე დარჩება.

“რომა” იტყობინება, რომ კოსტას მანოლასთან ხელშკერულება 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ბერძენ ფეხბურთელს ძველი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურებოდა. 26 წლის მანოლასი “რომას” 2014 წელს “ოლიმპიაკოსიდან” შეუერთდა და მას შემდეგ იტალიური გუნდის ღირსება 144 მატჩში დაიცვა (4 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113104