საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) ტოკიოში მიმდინარე გრან სლემზე საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონმა ჯერ ოქრო-ვერცხლის, მოგვიანებით კი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი იაპონელ მეტოქეებთან წაგებით დაკარგა.
ძირითად ბადეში, საუდის არაბეთის ნაკრების წევრ აბდულაზიზ ალბაშისა და პერუელი ხუან პოშტიგოსის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მარგველაშვილი მეოთხედფინალში იპონითვე დამარცხდა იოშირო მარუიამასთან. რეპეშაჟის ნახევარფინალში მსოფლიოს (2009) და ევროპის 2-გზის (2011 და 2017) ჩემპიონს – უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიას მოუგო სუფთად. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ნორიჰიტო იშოდასთან მხოლოდ 13 წამი გაძლო და მე-5 ადგილს დასჯერდა. ამ შედეგით ქართველმა ძიუდოისტმა 360 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
დღეს სულ მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა - მამაკაცთა სამ და გოგონათა ოთხ წონით კატეგორიაში და შვიდივე წონაში ოქროს მედლებს იაპონელი ძიუდოისტები დაეუფლნენ.
ხვალ სამეულები სრულად შეივსება. საქართველოს სახელით კი იაპონურ ტატამზე ორი სპორტსმენი გავა: მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი უშანგი მარგიანი (90 კგ) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014 და 2016), ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).
მარგიანი გრან სლემს პერუელ იუტა გალარეტა ვილართან დაჭიდებით გახსნის, ლიპარტელიანის პირველი მეტოქე კი რუსეთის ნაკრების წევრ ხაიბულა მაგომედოვისა და ამერიკელი ნათანიელ კივის წყვილში გამარჯვებული იქნება.
ძიუდო
გრან სლემი
ტოკიო
2 დეკემბერი
მამაკაცები
60 კგ
1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
3 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)
3 ტორუ შიშიმე (იაპონია)
66 კგ
1 ჰიფუმი აბე (იაპონია)
2 იოშირო მარუიამა (იაპონია)
3 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)
3 ნორიჰიტო იშოდა (იაპონია)
5 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
73 კგ
1 არატა ტაცუკავა (იაპონია)
2 არტურ მარგელიდონი (კანადა)
3 იონსუნგ ანი (სამხრეთ კორეა)
3 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
ქალები
48 კგ
1 ამი კონდო (იაპონია)
2 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)
3 ბოკიეონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)
3 ფუნა ტონაკი (იაპონია)
52 კგ
1 უტა აბე (იაპონია)
2 რინა ტაცუკავა (იაპონია)
3 ამანდინე ბუჩარდი (საფრანგეთი)
3 აი შიშიმე (იაპონია)
57 კგ
1 ცუკასა იოშიდა (იაპონია)
2 ანცუ იამამოტო (იაპონია)
3 მომო ტამაოკი (იაპონია)
3 ნაე უდაკა (იაპონია)
63 კგ
1 მიკუ ტაშირო (იაპონია)
2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)
3 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)
3 მეგუმი ცუგანე (იაპონია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბიჭებო ყველას გეთანხმებით. პ.ს. იშვიათია რომ პოსტებში ყველას დავეთანხმო
მარგიანს საღოლ რა შეხვედრა შემოატრიალაა
მარგიანი
მარგიანს ვულოცავ ბრინჯაოს!
თითქოს ტალანტი და ნიჭი გვაქვს, მაგრამ შემდეგ განვითარებას და პროგრესს ვეღარ ვახერხებთ, როცა მომატებაა საჭირო. ნათლად ჩანს სამწვრთნელო პროცესის ჩავარდნა. დასკვნების გაკეთებაა საჭირო და რაღაცის შეცვლა. ეს ბექას მაგალითზე ნათლად ჩანს. მე მეშინია რომ ჭაბუკებიდან და ახალგაზრდებიდან წამოსულ თაობას იგივე დაემართება რაც ბექას. არადა ბექა მინიმუმ 2-გზის ჩემპიონი მაინც უნდა იყოს და მხოლოდ ევროპის ბრინჯაოს მედალი აქვს. ჭრიკიშვილის დაბრუნების მეც არ მჯერა, თუმცა ავთოს აქვს პოტენციალი და მონდომების შემთხვევაში შეუძლია.
ქართული ძიუდო ჯერჯერობით რეგრესს აგრძელებს. ალბათ ერთადერთი ნათელი წერტილი თუშიშვილია და თუ დაბრუნდება ის ძველი ჭრიკიშვილი, სხვას ვერავის ვერ ვხედავ რომ სერიოზულ ძიუდოისტებთან ღირსეულად იჭიდაოს. ბექას ძალიან დიდი იმედი მქონდა, მაგრამ რეგრესს განიცდის კატასტროფული სისწრაფით. ახალგაზრდებიდანაც ვერავის გამოვყოფ, ჭაბუკების იმედზე კი ძალიან ნაადრევია ყოფნა.
არ მჯერა ავთოს დაბრუნების..სხვა ქართველების მაგალითებიდან გამომდინარე, უმეტესობას გვიყვარს მიღწეულით დაკმაყოფილება, ზვიადაურს დიდად არ შეუწუხებია ტრავმის მერე თავი..ცირეკიძე თითქოს ნაადრევად წავიდა, კედელაშვილი დღემდე არ ვიცი რატომ გაქრა ტატამიდან.. ცოტა ხანი იწვალებს ავთოც, მერე გადახედავს მის პერსპექტივებს ბექასთან და მარგიანთან, მიხვდება რომ საოლიმპიადოდ არ იქნება ფავორიტი, ხელს ჩაიქნევს და ჩაეხუტება ოჯახს, ქართულ პურმარილს რის ცდუნებასაც ეს გარეკახელი ამდენი ხანი უძლებდა, ბოლოს კი მოგვევლინება გარდაბნის მერად
მსოფლიოზე ამ ჩეხს მოუდო მარგიანმა და არც ეხლა იქნებოდა შეუძლებელი მისი დამარცხება, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ მისით, რეალურად ჩვენი მეორე/მესამე ნომერია და ამის კვალობაზე ძალიან კარგია.
მარგიანიც მიყვაა
მაგრამ ამას ბრინჯაოს შანსი მაინც აქვს
რა ბავშვური შეცდომით წააგო ლიპომ გავგიჯდი რაა
დამაწყდა ნერვებიი
გეუბნები იაპონელებთან საჭიდაოდ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ თორემ კატასტროფაა პირადად ლიპოს მგდომარეობა მაგათთან. მესმის რომ იაპონია სხვა დონეა მაგრამ ლიპოსნაირ უმაღლესი კლასის ძიუდოისტი ასეთნაირად რატომ უნდა აგებდეს?!
მე მგონი უკვე გვიანია ფსიქოლოგი, იაპონელებთან რომ გადის უკვე განწირულია, თუნდაც სუსტი იაპონელი შეხვდეს, სხვებთან პროფესორია. არა მგონია ამის გამოსწორება შესაძლებელი იყოს, დაგვიანებულია. ლიპოს შანსი მხოლოდ იმაშია, რომ იქნებ ისე მოხდეს იაპონელი არ შეხვდეს, მაშინ შანსი აქვს, სხვა შემთხვევაში განწირულია, სამწუხაროდ.
ლიპოს მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად დღეიდან ამის გულშემატკივარი აღარ ვარ.....
კოკოლს რა დღე აყარა იაპონელმაა
არადა რეიტინგის ლიდერი იყო სერბიი
ქართულ ძიუდოს ძალიან შავი პერიოდი დაუდგა, ფაქტიურად განადგურდა, სეპპუკუ უნდა გაიკეთონ ქართული სპორტის და კერძოდ, ძიუდოს მესვეურებმა.
ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს მაგრამ ჯერ ფარ ხმალს არ ვყრი და მაინც ვათენებ ამათ გამოო
რაც ახალი წესები შემოიღეს იაპონელებს დაუდგათ მაგარი დღეები იგებენ და იგებენ ტურნირებს
ეგ წელი უიღბლო გამოდგა ჩვენთვის, იმედია გაისად გავიხარებთ.
ესე ნაწილ ნაწილ რატო დადიან ამ ტურნირებზე? ძიუდოში მალე სერიოზული პრობლემები გვექნება ამ სპორტის სახეობას რო უმცირებ დაფინასებას ბადმიკტონი და პინპონგი ჯობია?
2013 წლიდან დავიწყე ძიუდოსთვის აქტიურად თვალყურის დევნება და ამ ხნის განმავლობაში ასეთი სუსტი სეზონი არ გვქონია, როგორც შედეგებით ისე ზოგადი აქტიურობით !