ფეხბურთი

16:40 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "რუბინის" კარში გატანილი გოლი ყველაზე მნიშვნელოვანია"

მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველმა სოლომონ კვირკველიამ გუნდის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუს მისცა, რომელშიც საუბარი პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრის შესახებაც იყო. იური სიომინის გუნდი ყაზანის “რუბინთან” დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, კვირკველია “რკინიგზელებს” სწორედ ყაზანური გუნდიდან შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში “ლოკომოტივმა” “რუბინთან” მარცხს თავი ქართველი ფეხბურთელის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დააღწია.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის “რუბინთან” შეხვედრა?

- ყველაზე პრინციპული თამაში იყო ყაზანში. პირველად ვითამაშე “რუბინის” წინააღმდეგ, მას მერე, რაც “ლოკომოტივში” გადავედი. ამასთან, ბოლო წუთზე გოლი გავიტანე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი კარიერის ყველაზე დაუვიწყარი მომენტია.

- ბოლო თამაში ძალიან რთული იყო. ახლა, როგორ წარმოგიდგენია?

- “რუბინს” ძალიან ძლიერი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. მე ვიყავი “რუბინში” სეზონის წინამოსამზადებელ პერიოდში და ვიცი ბერდიევი რას ითხოვს მისი გუნდისგან. თუმცა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ რუსეთის ჩემპიონატის პაუზას მნიშვნელოვანი უპირატესობით შევხვდეთ. მხოლოდ გამარჯვებაა ჩვენი მიზანი!

- კარგი ანონსი აქვს ამ შეხვედრას: ორი დიდი მწვრთნელის ბრძოლა, იური სიომინი და ყურბან ბერდიევი. თქვენ ორივესთან გიმუშავიათ. როგორ დაახასიათებდით?

- ორივე შესანიშნავი მწვრთნელია. რუსეთში ძალიან დიდ პატივს სცემენ. ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და განსხვავებული მიდგომები აქვთ. სიომინმა და ბერდიევმა ჩემპიონატში დიდი ნაბიჯები გადადგეს. ისინი გენიოსები არიან.

“ლოკომოტივისა” და “რუბინის” შეხვედრა დღეს გაიმართება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

0.116761