ფეხბურთი

17:09 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუს” ქომაგმა “ბენფიკას” ფეხბურთელს ხელი დაარტყა (+VIDEO)

პორტუგალიური კლასიკო, “პორტუ” – “ბენიფიკა” ინციდენტის გარეშე არ დასრულებულა. 90-ე წუთზე მეტოქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც საქმეში “დრაკონების” ერთ-ერთი ქომაგიც ჩაერთო.

“პორტუს” გულშემატკივარმა მოედანზე შეჭრა მოახერხა და “ბენფიკას” შემტევ პიზიც ხელითაც შეეხო.

რა თქმა უნდა, საქმეში უმალვე სტადიონის დაცვა ჩაერთო და ურჩი ქომაგი მდგომარეობას განარიდეს. პორტუგალიური მედიის ცნობით, მომხდარზე სადესციპლინო კომიტეტი უახლოეს ხანებში იმსჯელებს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “ესტადიო დრაგაუზე” გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულა გაიყვეს (0:0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119115