კალათბურთი

10:25 | 2.12.2017 | ნანახია 3975 - ჯერ

ზაზას ნაყოფიერი 15 წუთი NBA-ში

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი თამაში მოიგო “გოლდენ სტეიტ უორიორზმა”. სტივ კერის გუნდმა ამჯერად “ორლანდო მეჯიქი” მისსავე მოედანზე დაამარცხა ადვილად – 133:112.

“უორიორზის” სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 15:11 ითამაშა. მიუხედავად საკმაოდ მცირე სათამაშო დროისა, ქართველი ცენტრი ურიგოდ არ გარჯილა: 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება – 15 წუთისთვის მართლაც სოლიდური შედეგია.

ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო (75%), რვავე მოხსნა კი საკუთარ კალათზე მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ მოხსნების რაოდენობით.

“გოლდენ სტეიტის” რიგებში ყველაზე შედეგიანი კლეი ტომპსონი იყო 27 ქულით. კევინ დურანტმა საკუთარ გუნდს 25, ხოლო სტეფ კარიმ 23 ქულა შესძინეს.

23 შეხვედრაში “გოლდენ სტეიტ უორიორზი” 17 გამარჯვებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფენერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. “მეომრები” მომდევნო მატჩს 4 დეკემბერს, მაიამიში, ადგიობრივ “ჰიტთან” გამართავენ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:15 | 03.12.2017
dinamo222 (8587)

კარგი შედეგია

21:59 | 02.12.2017
თორღვა პანკელი (1138)

კლასი არსად არ იკარგება აი ენერგი კი ულევი არაა, ზაზა უკვე აღარაა 22 წლის ამიტომ მწვრთნელი ძალიან ჭკვიანურად უნაწილებს დროს მთელი სეზონის განმავლობაში და იმიტოა ასეთი ეფექტური შედეგიანი და სასარგებლო გუნდისთვის ზაზა. კერიმ მთელი სეზონი რომ 20 წუთი და მეტი ათამაშოს ზაზა ყველა თამაშში,(რაც ძალიან მინდა და იმსახურებს კიდეც)სეზონის ბოლოს ხელში არაქათგამოცლილი და ენაგადმოგდებული ძირითადის ცენტრი შერჩება, ეს კი დიდ პრობლემებს შეუქმნის გუნდს, მაკგის იმედზე ჩემი მტერი დარჩა. 34 წლის ზაზა მიცემულ დროში თავის სამუშაოს საბოლოო ჯამში გადასარევად ასრულებს, მისი მოედანზე ყოფნის დროს ბლოკებით, პასებით თუ დაცვაში კარგი თამაშით იმხელა უპირატესობას იღებს გუნდი რომ მერე მისი დასვენება თავისუფლად შეუძლია მწვრთნელს, ზაზა რა ოქროა ეს ფლეიოფებში გამოჩნდება, ისევე როგორც წინა სეზონში აქაც დასვენებული და ჯანზე ჭირდება კერის ზაზა, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. ზოგს გონია ზაზას უბრალოდ გაუმართლა და ასე მოხვდა ამ გუნდში, თუ მის კარიერას გადავხედავთ ასე ზედაპირულად არ განვსჯით, 16 წელია ნბა-შია და არსად არ ყოფილა პეშკა, არცერთი მწვრთნელისთვის არ მიუცია საბაბი რომ ვინმეს სკამზე დაესვა, პირიქით ყველა გუნდში ერთერთი მთავარი ლოკომოტივი და ტვინი იყო. ერთი სული მაქვს მეორე ბეჭედს როდის გაიკეთებს ზაზა, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი წარმატება ქართულ კალათბურთში და ზოგადად სპორტში არ ვიცი.

00:15 | 03.12.2017
dinamo222 (8587)

მილუოკიში ჩაგრავდნენ ზაზას მაგრა და ამიტომაც გადავიდა დალასში

13:27 | 02.12.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

ყველა სპორტსმენს აქვს პერიოდი სეზონში, როცა ფორმის პიკზე გადის.
ასევეა ბიგზაურაც. შარშანაც და შარშანწინაც ამ დროს კარგად გამოიყურებოდა.

14:27 | 02.12.2017
federer (17) (15576)

ბიგზაურა რა პონტიაა
ახალი სახელი აქვს ზაზას

11:41 | 02.12.2017
federer (17) (15576)

მართლა ძალიან მომატებული აქვს ზაზას ბოლო თამაშებშიი და სათამაშო დროს თუ მოუმატებენ არ იქნება ურიგოო. 30 წუთზე მეტი რო მიეცათ სამმაგ დუბლზე გავიდოდაა

12:32 | 02.12.2017
kaxich (27)

კი აქვს მომატებული მაგმრა დროებითია ეგ... დაიღლება ცოტა ხანში და მერე ისევ ისე დაიწყებს

11:22 | 02.12.2017
ogafa (10143)

ყოჩაღ

0.178079