ფეხბურთი

18:47 | 1.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 24 გუნდი და 4-წლიანი ინტერვალი

მსოფლიოს ჩემპიონატი ამიერიდან არამარტო ნაკრებებს შორის, არამედ კლუბებს შორისაც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

მადრიდული გამოცემის თანახმად, ფიფა-მ გადაწყვეტილება უკვე მიიღო – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, როგორც ნაკრებებს შორის, 4-წლიანი ინტერვალით ჩატარდება. საინტერესოა, რომ იგი მუნდიალის წინა წელს ჩატარებდება. რაც შეეხება გუნდების რაოდენობას: ტურნირში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მონაწილე კლუბები, ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახლაც ტარდება, თუმცა განსხვავებული ფორმატით და მასში მხოლოდ 6 გუნდი მონაწილეობს. განახლებული ფორმატით კი საკლუბო მუნდიალი პირველად 2021 წელს ჩატარდება და მისი მასპინძელი ჩინეთი იქნება.

იქამდე კი, სანამ ტურნირი ახალ ფორმატზე გადავა, ჩვეულ რიტმში გაიმართება. უახლოესი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 6-დან 16 დეკემბრამდე ჩატარდება და მასში მონაწილეობას კონტინტენტის ჩემპიონები მიიღებენ.

0.124695