“მემფის” გრიზლის” ერთ-ერთი ლიდერი მაიკ კონლი პარკეტზე სამი კვირა ვერ გავა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, უკანახაზელს ქუსლის ტრავმა აწუხებს, რომლეიც 15 ნოემბერს მიიღო და მას შემდეგ პარკეტზე არ გამოსულა.
მიმდინარე სეზონში კონლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.1 ქულას და 4.1 პასს აგროვებს.