ფეხბურთი

21:45 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაშმა "შანხაი სიპგ" დატოვა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ჩინური გუნდი "შანხაი სიპგ" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ანდრემ ჩინურ კლუბში სვენ-გორან ერიქსონი 2016 წლის ნოემბერში შეცვალა. მას შემდეგ ვილაშ-ბოაშის გაწვრთნილმა გუნდმა 46 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 27 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა, ხოლო 10 შეხვედრაში მარცხი განიცადა. პორტუგალიელმა "შანხაი სიპგ" სუპერ ლიგაში მეორე ადგილზე გაიყვანა. გუნდმა ასევე ჩინეთის თასის ფინალში ითამაშა, სადაც დამარცხდა, ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგას ჩინელები ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ.

0.127699