დონეცკის “შახტარისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ “ვერესთან” უკრაინის თასზე 4:0 გამარჯვების შემდგომ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, დიდი ანგარიშით მოგება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სუსტი მეტოქე ჰყავდათ.
“ამ მატჩის შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ სუსტი მოწინააღმდეგე გვყავდა. ჩვენ “ვერესი” კარგად შევისწავლეთ და ზონები დავუკეტეთ, რის ხარჯზეც მოვიგეთ დიდი ანგარიშით.
ალბათ ჩემპიონატის მატჩში “ვერესის” შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ”, - განაცხადა ხოჭოლავამ “მეშახტეების” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “შახტარმა” “ვერესთან” გამარჯვებით (4:0) უკრაინის თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ეს გუნდები ერთმანეთს 2 დეკემბერს, უკვე უკრაინის ჩემპიონატში დაუპირისპირდებიან.
აქვე გეტყვით, რომ ქართველმა მცველმა გუშინდელ მატჩში მინდორზე 90 წუთი შეუცვლელად დაჰყო.