ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “საუთჰემპტონის” დამარცხება (2:1) ბოლო წუთზე რაჰიმ სტერლინგის გატანილი გოლით მოახერხა.
ეს გამარჯვება “ქალაქელების” მთავარი მწვრთნელისათვის მოულოდნელზე მეტად სასიხარულო აღმოჩნდა. მატჩის შემდგომ პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სტერლინგის გოლმა ისე გააბედნიერა, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.
“ბოდიშს ვიხდი, რადგან საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორც ყველა გულშემატკივარი და ფეხბურთელი. მინდოდა ეს სიხარული გამომეხატა. მოედანზე გავსულიყავი და სტერლინგს გავკიდებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამისთვის სიჩქარე არ მეყოფოდა”, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტი”, 14 ტურის შემდგომ, 40 ქულით პირველ პოზიციაზე მყარად იმყოფება. გვარდიოლას გუნდს მეორეადგილოსანი “მანჩესტერ იუნაიტედი” 8 ქულით ჩამორჩება.