სხვა

12:21 | 30.11.2017 | ნანახია 0 - ჯერ

შოთა მიშველიძე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია (+VIDEO)

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მედლების ანგარიში გახსნა. 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი მოაგროვა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

პირველი მოძრაობის – ატაცის შემდეგ ქართველი ძალოსანი 135 კილოგრამით მეოთხე პოზიციას იკავებდა. ამდენივე ჰქონდათ აწეული სამხრეთკორეელ მიეონგმოკ ჰანსა და უზბეკ ადხამჯონ ერგაშევს. ლიდერი კი ვიეტნამელი ვან ვინ ტრინი იყო, 136 კილოგრამით. მიშველიძემ 135-ზე მისვლამდე 130-კილოგრამიანი შტანგა შეუკვეთა და მის დასამორჩილებლად ორი ცდა დასჭირდა.

აკვრაში შოთა მიშველიძემ სამივე ცდა გამოიყენა: 148, 157 და 163 კილოგრამი და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ორი მოძრაობის შემდეგ კი 298 კილოგრამი დაუგროვდა.

მოვლენები ისე განვითარდა, ატაცის პირველი სამეული ორჭიდის ჯამში ქართველს ჩამორჩა. სამაგიეროდ იყოჩაღეს კოლუმბიელმა ფრანცისკო ანტონიო მოსქერა ვალენსიამ და იაპონელმა იოიჩი იტოკაცუმ – 170 და 165-კილოგრამიანი შტანგები აჰკრეს და ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს, 300 და 299 კილოგრამით.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრთაგან მსოფლიოს კონკურენციაში კიდევ სამი ძალოსანი ჩაებმება. მათ შორის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

აქვე ჩვენთვის გამორჩეულად საინტერესო წონითი კატეგორიების განრიგი:

რევაზ დავითაძე (85 კგ) - 3 დეკემბერი - 23:55

ანასტასია გოტფრიდი (90 კგ) - 5 დეკემბერი - 07:55

ლაშა ტალახაძე (+105 კგ) - 6 დეკემბერი - 05:25

ძალოსნობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ანაჰაიმი

მამაკაცები

56 კგ

1 კიმ ტუან თაჩი (ვიეტნამი) 279 კგ (126+153)

2 ლე ქუკ ტოან ტრანი (ვიეტნამი) 270 კგ (119+151)

3 ვიტუნ მინგმუნი (ტაილანდი) 267 კგ (115+152)

62 კგ

1 ფრანცისკო ანტონიო მოსქერა ვალენსია (კოლუმბია) 300 კგ (130+170)

2 იოიჩი იტოკაცუ (იაპონია) 299 კგ (134+165)

3 შოთა მიშველიძე (საქართველო) 298 კგ (135+163)

ქალები

48 კგ

1 ჩანუ საიხომ მირაბაი (ინდოეთი) 194 კგ (85+109)

2 თუნია სუკჩაროენი (ტაილანდი) 193 კგ (86+107)

3 ანა ირის სეგურა (კოლუმბია) 182 კგ (81+101)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:19 | 28.07.2015
ogafa (10230)

უნდა გავიდეთ

17:30 | 27.07.2015
berodaviti (4285)

ძალიან იღბლიანი წილისყრა იყო ჩვენთვის, ამ ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე თუ არადა დავანებოთ საერთოდ ფეხბურთს თავი...

16:51 | 27.07.2015
echviani (1657)

ავსტრია ყველაზე მაგარია. ეგ პირველზე გავა, მეორე სერბეთია. ჩვენ მე-6.

15:33 | 27.07.2015
stoikovich (5984)

დღევანდელი მდგომარეობით ავსტრია საუკეთესო მგონია ჩვენ ჯგუფში.

15:33 | 27.07.2015
BEERTRANCE (97819)

მაგათი კრიზისი მიცა ნეტა ჩვენს ბედოვლათებს DDDDDDDDDDDDDDDDD

15:23 | 27.07.2015
nick_name (254)

რა კრიზული ავტორ ხუმრობ? 2012 წელს 70 ადგილი ქონდათ რეიტინგში და 2015-ში 15 ადგილზე არიან, მიხვდით ეხლა კრიზისია თუ აღმავლობა, მათზე დიდი ნახტომი მხოლოდ უელსს აქვს და ისინიც ჩვენს ჯგუფში არიან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062729
სარეკლამო ადგილი - 99
X x X