საქართველოს 15 და 16-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებებმა 27 და 29 ნოემბერს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს სომეხ თანატოლებთან.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს - 3:0 და 1:0. გოლები ჯიბლაძემ (2), გაგნიძემ და ვაზაგაშვილმა გაიტანეს. ზვიად ჯელაძის 16-წლამდელებმა კი ჯერ 1:0 გაიმარჯვეს ტორონჯაძის გოლით, მერე კი 0:1 წააგეს.
ამ შეხვედრებით ნაკრებებმა შეკრებაც დაასრულეს. თუმცა რამდენიმე დღეში 15-წლამდე ნაკრებს უკვე საერთაშორისო ტურნირი ელის - 5-8 დეკემბერს თბილისში ბელარუსის, თურქეთისა და ლიტვის ნაკრებები ჩამოვლენ.
gff.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ეხლა სომხები სახლში იტყვიან - სამჯერ იმენნა სლუჩაინად წავაგეთ, ზატო ის ერთი მოვიგეთ ძალიან იარკადო

DDDDDDDDDD