“მანჩესტერ სიტი” შესანიშნავ სერიას განაგრძობს. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა პრემიერლიგაში ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგეს, თუმცა ამჯერად გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდათ და რაჰიმ სტერლინგს უნდა უმადლოდნენ, რომ ეს მოგებათა სერია არ შეუწყდათ.
“ქალაქელები” “ეტიჰად სთედიუმზე” “საუთჰემპტონს” დაუხვდნენ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 47-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. სტუმრებმა მეორე ნახევრის განმავლობაში ედერსონის კარის მიმართულებით ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ის შეტევაც გოლით დასრულდა: 75-ე წუთზე მასპინძელთა დაცვა ჩავარდა, ბუფალმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ორიოლ რომეუს გაუკეთა გადაცემა და ესპანელმა ნახევარმცველმა ბრაზილიელ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მასპინძლები ქულების დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა, ეს დრო ზუსტად ამოიწურა კიდეც, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან რაჰიმ სტერლინგმა მისგან შორეულ კუთხეში უზუსტესად დაარტყა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა – 2:1.
“ჩელსიმ” გასავარდნ ზონაში მყოფ “სუონსის” უმასპინძლა. ლონდონელები მთელი მატჩი უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მხოლოდ კინკილა გოლს დასჯერდნენ, რომელიც 55-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა – 1:0.
“არსენალმა” “ემირეითს სთედიუმზე” “ჰადერსფილდი” მიიღო და შავი დღე აყარა. დედაქალაქელებმა მეტოქეს ისეთი ბურთები გაუტანეს, თითქოს პრემიერლიგის კი არა, არამედ სამოყვარულო კლუბს ეთამაშებოდნენ. “მეთოფეებმა” ანგარიში მე-3 წუთზევე გახსნეს: ძალიან ლამაზი კომბინაცია ალექსანდრე ლაკაზეტმა დაასრულა ზუსტი დარტყმით და მასპინძლებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. სამაგიეროდ, არსენ ვენგერის შეგირდებმა მეორე ნახევარში გაილაღეს. სტუმართათვის კატასტროფული გამოდგა სამწუთიანი მონაკვეთი: 67-ე წუთზე კიდევ ერთი ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ოლივიე ჟირუს ისღა დარჩენოდა, რომ ახლო მანძილიდან ზუსტად დაერტყა, რაც არ გასჭირვებია. ორ წუთში ალექსის სანჩესმა სხვაობა სამამდე გაზარდა, ხოლო კიდევ ორ წუთში აარონ რემსის გადაცემით მესუთ ოზილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ლოსლის შანსი არ დაუტოვა. სტუმართა კუბოს ბოლო ლურსმანი ოლივიე ჟირუმ დააჭედა, 87-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში კოლოშინაცმა შეისეირნა და ფრანგ ფორვარდს გაატანინა – 5:0.
დამაჯერებლად იმარჯვა “ლივერპულმაც”, რომელიც “ბრიტანია სთედიუმზე” “სტოკს” ეწვია და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მერსისაიდელებმა ტაიმი სადიო მანეს გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში საქმეში გუნდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ჩაერია. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა 77-ე და 83-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და 12 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში – 0:3.
როგორც იქნა ის თამაში აჩვენა “ევერტონმა”, როგორიც 150 მილიონის დამხარჯველ კლუბს ეკადრება. უფრო სწორედ კი, “კანფეტებმა” ასეთი შედეგი ტაბლოზე დააფიქსირეს, ხოლო უეინ რუნიმ “გუდისონ პარკზე” შეკრებილ ქომაგს საკუთარი შოუ შესთავაზა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა მე-18 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა დამატებაზე იყოჩაღა და თავით შეაგდო. მან ათ წუთში დუბლი გაიფორმა და ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ნახევარში “ვესტ ჰემს” გარდატეხის შეტანა შეეძლო, მაგრამ ლანცინიმ 59-ე წუთზე პენალტი გააფუჭა. 66-ე წუთზე კი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი ვიხილეთ: ჯო ჰარტმა გამოსვლაზე ითამაშა და ბურთი მეტოქის ნახევარზე მოიგერია, საიდანაც უეინ რუნიმ შეუჩერებლად გაისროლა და 50 მეტრზე შორიდან ჰეთ-თრიკი გაიფორმა. “ჩაქუჩების” წვალებას ბოლო 78-ე წუთზე მოეღო: გილფი სიგურდსონმა კუთხური მოაწოდა, საჯარიმოში კი ყველას ეშლი უილიამსმა დაასწრო და თავური დარტყმით ჯო ჰარტის კარი მეოთხედ აიღო – 4:0.
მშვენივრად ასპარეზობს "ბარნლი", რომელმაც გასვლაზე "ბორნმუთი" დაამარცხა, "ტოტენჰემს" გადაუსწრო და მე-6 პოზიციამდე აღზევდა.
არსენალი – ჰადერსფილდი 5:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (3), 2:0, 5:0 ჟირუ (68; 87), 3:0 სანჩესი (69), 4:0 ოზილი (72)
ბორნმუთი – ბარნლი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ვუდი (37), 0:2 ბრედი (65), 1:2 კინგი (79)
ჩელსი – სუონსი 1:0 (0:0)
გოლები: რუდიგერი (55)
ევერტონი – ვესტ ჰემი 4:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 რუნი (18; 28; 66), 4:0 უილიამსი (78)
მე-18 წუთზე რუნიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე), 59-ე წუთზე ლანცინიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
მანჩესტერ სიტი – საუთჰემპტონი 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 დე ბრუინი (47), 1:1 რომეუ (75), 2:1 სტერლინგი (96)
სტოკი – ლივერპული 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 მანე (17), 0:2, 0:3 სალაჰი (77; 83)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლივერპული ყველაზე კრისა გუნდია ტიპებს უკვე რამდენიმე წელია დაცვა პრახადნოი დვერი აქვთ და ერთ ნორმალურ მცველს არ ყიდულობენ არადა ლივერს ვბალეშიკობ ინგლიშიი!!! პეპი და სიტი ცალკე თემაა!!1 ფაქთია წელს სიტი ნაადრევად იზეიმებს ჩემპიონობას მე უფრო ლიგა მაინტერესებს იქ რას იზამენ სადამდე გაქაჩავენ!!!
მე ვფიქრობ პსჟ სიტი ბარსა ფავორიტები არიან და აქედან ერთ ერთი ლიგას მოიგებს
არაფერი 300 მილიონი არ დაუხარჯავს გვარდიოლას წელს 200 მილიონი დახარჯა და დღეს ეგ ფული რომ არაფერია ყველამ იცის.300 მილიონიც აღარაფერია დღეს 2 სუპერ ფეხბურთელი თუ იყიდე მაგ ფასად მადლობელი უნდა იყო ისეთი სიტუაცია.5 წლის წინ 100 მილიონიც არ იქნებოდა იმ ტრანსფერების ღირებულება რაც გვარდიოლამ წელს გააკეთა.5 ფეხბურთელი დაიმატა საიდანაც 1 მეკარე და 3 მცველია და მხოლოდ სილვა შემტევი.ნახევარმცველები და ფორვარდები იგივე გუნდია რაც შარშან იყო.ანუ უაზროდ არ გადაუყრია ფული გაპიარებულ ვარსკვლავებს არ დასევია და გააძლიერა ის პოზიციები რისი გაძლიერებაც რეალურად ჭირდებოდა.სიტის ეს შედეგი იმის ბრალია რომ მიაჩვია გუნდი უკვე თავის ხედვას და ნაღდად გამოაჩინა თავისი შესაძლებლობები.ჯერ რა თქმა უნდა არაფერი მოუგია სიტისთან ერთად და ადრეა საუბარი მაგრამ თავისი ხელი რომ აშკარად დაატყო გუნდს ეგ აშკარაა.პრაქტიულად იგივე შემადგენლობაა რაც ბოლოს წლებში მაგრამ წელს უკვე ერთდროს სათვალავში არჩასაგდები სიტი ყველა ტურნირის ერთერთი მთავარი ფავორიტია ასე რომ გვარდიოლას წვლილი აშკარად დიდია და აშკარად გამოჩნდა წელს შარშანდელისგან განსხვავებით
ლაკაზეტმა ტრამვა კი მიიღო მაგრამ არა უშავს, ჩვენ თუ ლაკა არ გვეყოლება იმათ ლუკაკუ არ ეყოლებათ

მიდი არსენ ახლა მოურინიოს ავტობუსი უნდა გავტეხოთ რა, თან იმას თუ გავითვალისწინებთ რომ არსენალს საკუთარ მოედანზე ქულა არ დაუკარგია თუარვცდები 15 თამაშია სულ არ არის გასაოცარი მანჩესტერის დამარცხება. ისე იმედია სიტიც დაკარგავს ქულებს თორე დაკარგავს აზრს პრემიერ ლიგა რაც ძალიან რთულია და თან არ მინდა არსენალის რეკორდი გაიმეორონ ზედიზედ მოგებული 14 შეხვედრა, სიტის ახლა 12 აქვს თუ არ ვცდები
სიტი და გვარდიოლა დდდ ტიპმა 300 მილიონი დახარჯა 2 თვეში საღოოლ შე გენიოსო ლივერპულზე რო კაიფობენ ბიჯო
აპა ლივერპული თუარ ხარჯავს ფულს კი გავა უვკე საუკუნე რაც ტიტული არმოუგიათ
შეიცვალა სიტვაცია საფეღბურთო სამყაროში 
თუარ დახარჯე ვერაფერს ვეღარ იგებ უვკე
ფულის დახარჯვა უნდა მარა 300 მილიონი ერთ ფანჯარაზე ხარჯვა აღარაა შარშან როგორ ათრიეს ეგეც მახსოვს გვარდიოლაზე იმას არ ვწერ რო ყბეა და სუსტია არა მაგარია მარა ყველა დროის საუკეთესო და გენიოსის რა გითხრა დდდ
ძმაკაც კლოპზე წერ ხშირად გენიოსიაო და სიტის ფანმა გვარდიზე რომ დაწეროს გენიოსიაო არ შეიძლება???)))))))) ვინც ფულს არ ხარჯავს ის კი იბრძვის ოთხეულში შესასვლელად და ვინც ფულს ხარჯავს ისინი კი ჩემპიონობისთვის )))
ლესტერმა ხო მილიონები დახარჯა
აბა ფული თუ არ დახარჯა თითონ ხო არ გავა სათამაშოდ
გუშინ წავიკითხე კომენტარები სიტიმ 95წთ03წმ-ზე გაიტანა გოლიო მსაჯმა მოაგებიაო


ჯოზემ მაქსიმუმ ფრის გაწურვაზე იჩალიჩოს სიტისთან ასევე არსენალთან
ჩამოშორდებიან საჩემპიონო რბოლას
ჰადერსფილდი სიტი 1-2 84 წთ სტერლინგის გამარჯვების გოლი

სიტი ფეინოორდი 1-0 88 წთ სტერლინგის გამარჯვების გოლი
სიტი საუთჰემპტონი 2-1 96 წთ სტერლინგის გამარჯვების გოლი
ბორნმუთი სიტი 1-2 97 წთ სტერლინგის გამარჯვების გოლი
სტერლინგი სოლირებს
მაგრად გაიმყარა კურსი სტერლინგმა ამ სეზონში

საღოლ გუარდი ყველა დროის საუკეთესო ხარ
ზედიზედ 19 მოგება 
მუჰამედ სალაჰი გაგიჟდა
ვერ გაქაჩავს პეპი ეპლშიო მაგათ ტემპს ვერ გაუძლებსო
DDD
ამ ტოტენჰემს რა ქათმის გრიპი შეეყარა ნეტა, მაგათ შემხედვარე ანიკოსაც რცხვენია აქ შემოსვლა


ლივერპულს აშკარად (ს)ალაჰი მფარველობს. ამბობენ კლოპსაც მეჩეთში დაუწყია სიარულიო
შემდეგ ტურში მანიუს ასეთ არსენალთან მგონი გაუჭირდება. ალბათ გაზრდის სიტი სხვაობას და საშობაო-საახალწლო სიგიჟეებსაც თუ დასტოინად გადაიტანს, ფაქტიურად ჩემპიონია.
დდდდდდდდდდ სიტსაც ეწყება რთული კალენდარი
არ ჩამიხედავს კალენდარში და მგონი ლივერს ექნება ადვილი თამაშები ახლო მომავალში ხოო ?
კი შემდეგი 5 თAმაში უეჭველად მოსაგებია მერე არსენალია გასვლა მარა ეგენი მაგარი ყ ეები არიან დდდდ ეგენიც დაიგდებიან ისლამის მოციქული მომო სალაჰის მიერ
ლივერისთვის უეჭველი მოსაგები თამაში სად არის.დდდ
თავს აიფეთქებს მომოშე ლონდონში
იმენნა მუსლიმურ-ტერორისტული საღამო იქნება 

თან არსენალის სტადიონსაც რო "ემირეიტსი" ჰქვია
დდდდდდდდდდდდდდ იმედია იმედია ვენგერი ციდან ფიფქები რო ცვივა აი მანდ ყ ევდება ხოლმე დდდდდდდდდდდ
ისე ლივერპულს ვან დჯკ კეიტა და ობამეიანგი თუ დაემატება ნორმალური გუნდი დადგება.მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ ბოლომდე
ახლა არსენა მოჭიმავს ჟოზეს და კიდე უფრო გაიზრდება სხვაობა
რა თAმაში მოიგეს ამ იღბალ მოტდსაკლლფჯას;
ლივერი შევიდა ფორმაში იბრძოლებთ ოთხეულისთვის

დდდდდდდდდდდდდდდდდდ მაგარი თქვი ჯერ ჩემპიონები ხო არ ხართ
იღბალ თუ კლას მოტდსაკლლფჯას

რუნი ათამაშდა