ფეხბურთი

0:20 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” მძიმე ერთი თვე ელის

“ვალენსიას” წინ ურთულესი ერთი თვე ელოდება. საქმე იმაშია, რომ კლუბს ტრავმების გამო, ერთბაშად სამი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა.

დაშავებულია ორი ცენტრალური მცველი: ეზეკიელ გარაი და ჯეისონ მურილიო. არგენტინელი ფეხბურთელი კვირას “ბარსელონასთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის მიწურულს დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. როგორც გაირკვა, ის დაახლოებით ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. უფრო სერიოზულია მურილიოს ტრავმა, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და მწყობრიდან 1-2 თვით გამოვიდა.

“ღამურებისთვის” ყველაზე დიდი დანაკლისი კი გონსალო გუედეშის დაზიანებაა, რომელსაც ასევე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და საკუთარ გუნდს ერთი თვით გამოაკლდა.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსია” 13 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 31 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება.

0.136169