ფეხბურთი

19:19 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია “ჩელსისა” და “ლივერპულის” რადარზე გამოჩნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველ სოლომონ კვირკველიას ევროპული კლუბები, მათ შორის, გრანდები ეპატიჟებიან. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ბლოგერი სტეფანო კონფორტი ტვიტერის საშუალებით ავრცელებს.

საინტერესოა, რომ კონფორტი ეროვნებით ნახევარად რუსია და რუსულ ფეხბურთზე, კერძოდ კი "ლოკომოტივს" შესახებ წერს. მისი განცხადებით, კვირკველიას მიმართ ყველაზე მეტად ინტერესს ინგლისური გუნდები იჩენენ. აი, რას წერს ჟურნალისტი:

“როგორც მითხრეს, “ლოკომოტივის” მცველ სოლომონ კვირკველიას შეძენით ევროპის ბევრი კლუბია დაინტერესებული. განსაკუთრებით, ინგლისიდან. მათ შორის არიან “ჩელსი”, “ლივერპული” და “ვესტ ჰემი”. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობს”, - წერს კონფორტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიას გასულ ზაფხულს ასევე ინგლისს, კერძოდ, “ლესტერ სიტის” უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ საქმე წინ არ წასულა.

კვირკველია მიმდინარე სეზონში მართლაც გამორჩეულია და “ლოკომოტივის” ერთ-ერთი ლიდერია. “რკინიგზელთა” წარმატებულ თამაშში ქართველ ფეხბურთელს არცთუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის.

0.113752