ფეხბურთი

21:30 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: “დანი პსჟ-ში არ დარჩება”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ თავის ყოფილ თანაგუნდელზე, დანი ალვეშზე ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენიში ერთ სეზონზე დიდ დროს არ დაყოფს.

“ვფიქრობ ალვეში არ დარჩება პსჟ-ში, რადგან ის ყოველთვის ახალ გამოწვევებს ეძებს. ტურინში მას ყველა პატივს სცემდა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გადასვლა ამჯობინა. გეტყვით, რომ ამ მცირე დროში მან შესანიშნავი მოგონებები დაგვიტოვა”, - განუცხადა Mediaset Premium-ს კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ალვეშმა “ბებერი ქალბატონის” რიგებში ითამაშა და იტალიის ჩემპიონობაც მოიპოვა. ასევე ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის თასთან, თუმცა ტურინელები ფინალში “რეალთან” დამარცხდნენ.

დანი ალვეშის მონაგარი “იუვენტუსში” ყველა ტურნირის გათვალისწინებით 36 შეხვედრაში 6 გოლია.

0.104486