ფეხბურთი

21:05 | 29.11.2017 | ნანახია 847 - ჯერ

როხო: “იბრაჰიმოვიჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე ვესაუბრე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელმა მცველმა მარკოს როხომ მის თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა. 27 წლის მოთამაშის თქმით, ის შვედს ელაპარაკა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად თამაშისკენ მოუწოდა.

“იბრაჰიმოვიჩი წარმოუდგენელი მოთამაშეა. მათთვის, ვინც მას არ იცნობს, გამოიყურება როგორც ტრაბახა, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში ის ფენომენია.

მე დაველაპარაკე ზლატანს და ვუთხარი, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა წავიდეს, თუმცა მას ეს არ სურს. მე კი ისევ ჩემს აზრზე ვრჩები”, - განაცხადა როხომ.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფორვარდმა ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ ტრავმა ახლახან მოიშუშა და ის მანჩესტერელთა რიგებში უკვე გამოჩნდა. ზლატანმა სანაკრებო კარიერა ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:15 | 18.10.2021
Kobe Bean (21683)

მესი მაგარი კაცია,მისული არაა პარიზში და უკვე საძმოს იწვევს იქაც)))ისე ბარსას გამოადგება ეს გაცვლა,იკარდი აგუეროს ჯობია დღეს,ბოლო-ბოლო ასაკის გამო და მესიც ბედნიერი იქნება ჯერ იმით რომ აგუეროს წაიყვანს და მეორე იმით რომ იკარდის მოიშორებს რომელიც არ ევასება

0.063255
847