ფეხბურთი

16:15 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე როსი სერია A-ში ბრუნდება

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუზეპე როსი სერია A-ში ბრუნდება. 30 წლის თავდამსხმელი დღეს მილანში ჩაფრინდა, რის შემდგომაც გენუაში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდგომ, “ჯენოასთან” ხელშეკრულებას გააფორმებს.

იტალიელმა ფეხბურთელმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი და ის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებით ბედნიერია.

“ბედნიერი ვარ, რომ სერია A-ში ვბრუნდები. ველოდები თუ როდის მივესალმები “ჯენოას” გულშემატკივარს. იმედი მაქვს, ორშაბათს “ვერონას” წინააღმდეგ თამაში მომიწევს, განსაკუთრებით კი 17 დეკემბერს და “ფიორენტინასთან” დაპირისპირებას ველი” – განაცხადა როსიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე ბოლოს ვიგოს “სელტაში” თამაშობდა, მაგრამ გასული სეზონის ბოლოდან მოყოლებული უკლუბოდ იყო დარჩენილი. იტალიელი მოთამაშის მთავარი პრობლემა ხშირი ტრავმიანობაა, რის გამოც შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ მოახერხა.

კარიერის განმავლობაში მან ბევრი კლუბი გამოიცვალა: “მანჩესტერ იუნაიტედი” (14 მატჩი, 4 გოლი), “ნიუკასლი” (13 თამაში, 1 გოლი), “პარმა” (20 თამაში, 9 გოლი), “ვილიარეალი” (192 თამაში, 82 გოლი), “ფიორენტინა (42 თამაში, 19 გოლი), “ლევანტე”, “სელტა” (28 თამაში, 6 გოლი). რაც შეეხება იტალიის ნაკრებს – მას 30 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.111111