ფეხბურთი

23:44 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი ორი მატჩით დაისაჯა

იტალიური “რომას” კაპიტანი დანიელე დე როსი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი სერია A-ს ბოლო ტურში ვეტერანი ფეხბურთელის ზღვარგადასული უხეშობა იყო.

დე როსიმ “ჯენოას” ფორვარდ ჯანლუკა ლაპადულას წინააღმდეგ იუხეშა და ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად წითელი ბარათიც მიიღო.

დე როსი “რომას” “სპალთან” და “კიევოსთან” მატჩებში ვერ დაეხმარება.

0.118653