ვეტერანი ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი საფეხბურთო კარიერას ასრულებს. როგორც პორტუგალიური მედია იტყობინება, ლისაბონის “ბენფიკას” 37 წლის ფეხბურთელი ბუცებს ლურსმაზე მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩამოჰკიდებს.
თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სეზარმა კარიერა იანვარში დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ “ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების ექსკიპერი “ბენფიკას” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. მეტიც, ბრუნო ვარელასა და მილე სვილარის შემდეგ მესამე მეკარედ განიხილება.
არადა, იყო დრო, როდესაც ჟულიო სეზარი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა – “ინტერსა” და ბრაზილიის ნაკრებშიც პირველი ნომერი მეკარე იყო.
კარიერის განმავლობაში ჟულიოს ასევე უთამაშია “ფლამენგოს”, “კიევოს”, ქპრ-სა და “ტორონტოს” რიგებშიც. ბრაზილიის ნაკრებში კი 2004-2014 წლებში 87-ჯერ ითამაშა.