ფეხბურთი

18:48 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3-ს ახალი წევრები ჰყავს

28 ნოემბერს გაიმართა ლიგა 3-ისა და რეგიონული ლიგის ორი საპლეიოფო შეხვედრა. ორივე შემთხვევაში რეგიონული ლიგის წარმომადგენელმა აჯობა ლიგა 3-ის გუნდს და შესაბამისად, მომავალი სეზონისთვის ადგილიც გაუცვალა.

სამტრედიაში ზესტაფონის „მარგვეთი 2006“ 1:2 დამარცხდა წყალტუბოს „სამგურალი 2“-თან, ხოლო გორში, „ქართლის“ სტადიონზე, დუშეთის „არაგვმა“ 2:1 მოუგო წალენჯიხის „სქურს“.

ამგვარად, ლიგა 3-ს ორი ახალი ბინადარი ჰყავს „არაგვისა“ და „სამგურალი 2“-ის სახით.

gff.ge

0.119307