თამაშგარე

16:54 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი ედურნე გლამურული მედიის “საკბილოა“

ესპანელი გოლკიპერის, დავიდ დე ხეას ცოლი, მოდელი ედურნე გარსია ევროპის ბულვარული მედიისათვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი “საკბილოა“ და ამ სასურველობის მიზეზს რასაკვირველია თავად სენიორა ედურნე იძლევა თავისი ცხადი სილამაზითა და განსაკუთრებულობით.

შარშან დევიდის ცოლი ერთ-ერთმა გლამურულმა ჟურნალმა ფეხბურთელების ცოლებს შორის ყველაზე ლამაზად დაასახელა და ჟურნალის გარეკანზეც მიუჩინა ადგილი. ისედაც - თვლა არა აქვს იმ დითირამბებსა და შაქარყინულიან სიტყვებს, რაც ამ ქალზე ითქმება.

ერთი ისაა, რომ დევიდ დე ხეა, მისი მრავალი კოლეგის მსგავსად, ცოლთან ყოველგვარი ხელმოწერების გარეშე ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერ ედურნეს ცოლად მოიხსენიებს, “კონკასთან“ ჩავლასაც კი ცოცხალი თავით არ აპირებს. ეშინია ცოლთან დაშორების შემთხვევაში ქონების გაყოფის და რა ქნას...

0.141552