საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში მეორე შეხვედრა წააგო. ამჯერად, ჯგუფის ფავორიტ სერბეთთან ბელგრადში. სხვობამ კი 18 ქულა შეადგინა – 87:105.
არადა, ყველაფერი კარად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი იგებდა კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა თავისი კლასი ყველას დაანახა და საბოლოოდ საკმაოდ ადვილად გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო მაიკლ დიქსონი გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა, მაგრამ ერთი კალათბურთელის კარგი გარჯა სერბეთის დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა.
2 თამაში და 2 მარცხი. თუმცა, ამით ჯერაც არაფერი დასრულებულა, რადგან წინ 4 მატჩია მათ შორის, სამი თბილისში.
WORLDSPORT.GE აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
სერბეთი – საქართველო 105:87 (21:21, 23:24, 30:19, 31:23)