ფეხბურთი

21:07 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "სიცივისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია"

რუსეთის პრემიერლიგაში ლიდერობას ინარჩუნებს “ლოკომოტივი”. “რკინიგზელებმა მე-17 ტურში ხაბაროვსკის “სკა ენერგია” სტუმრად ჯეფერსონ ფარფანის ბოლო წუთზე გატანილი გოლით (2:1) დაამარცხეს.

თამაშის შემდეგ აღნიშნული მატჩის შესახებ კომენტარი მოსკოველთა ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ გააკეთა:

“ხაბაროვსკში გამარჯვებისთვის ჩამოვედით და სასიხარულოა, რომ მიზანს მივაღწიეთ. სიცივე? – თამაშის დროს ამისთვის ყურადღება არც მიგვიქცევია. სამწუხაროდ, ვლად იგნატიევმა ტრავმა მიიღო. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

დარწმუნებული ვარ, “რუბინთან” მატჩში გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა გვექნება”, - უთხრა სოლომონმა “ლოკომოტივის” ვებგვერდს.

ზემოხსენებულ მატჩში კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა. მის დარად, ასევე შეუცვლელად გაისარჯა “სკა ენერგიას” ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკი.

0.148997