ავტოსპორტი

14:53 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის 2017 წლის სეზონი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა

აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლაში ვალტერი ბოტასის გამარჯვებვით დასრულდა ფორმულა 1-ის 2017 წლის სეზონი. „მერსედესის“ ფინელმა პილოტმა რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო, სტარტზევე დაწინაურდა და ლიდერობა ფინიშამდე შეინარჩუნა. გზად, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის შეტევასაც გაუძლო. ეს მისთვის კარიერაში მოპოვებული მესამე გამარჯვებაა.

რბოლა საინტერესო არ გამოდგა იმ მხრივ, რომ ლიდერთა შორის ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. პელოტონის შუაში პაექრობა გაცილებით საინტერესო იყო. მესამე ადგილი სებასტიან ფეტელმა დაიკავა, ვინც სეზონი ვიცე ჩემპიონის რანგში დაასრულა. გერმანელ პილოტს, ვინც ასევე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, აბუ დაბის რბოლა სამჯერ აქვს მოგებული.

ნარბოლევს ბოტასმა და ჰამილტონმა გამარჯვება ტრასაზე რვიანების დახაზვით აღნიშნეს. მათთან ერთად, სტარტ-ფინიშის ხაზთან მანქანა ფელიპე მასამაც გააჩერა, რომლისთვისაც ეს ფ1-ის ბოლო რბოლა იყო. ბრაზილიელმა პილოტმა თავისი კარიერის დასრულება შარშანაც აღნიშნა, თუმცა შემდეგ „უილიამსში“ დაბრუნება გუნდის თხოვნით გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი ბრიტანული გუნდიდან სწორედ ბოტასის წასვლა გახდა, რომელმაც სამქიმიანებში ჩემპიონი ნიკო როსბერგი შეცვალა.

კვარცხლბეკის ეკრანზე უკანასკნელად გამოჩნდა ფ1-ის ძველი ლოგო, რომელიც მალევე ახალმა, წითელი ფერის ლოგომ შეცვალა. ის ფ1-ის ახალმა მფლობელებმა წარადგინეს, რომლებიც ფანებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს პირდებიან.

აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი, იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (5.554 კმ, 55 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:34:14.062
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:03.899
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:19.330
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:45.386
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:46.269
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 01:25.713
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:32.062
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 01:38.911
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  14. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
  15. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  16. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  17. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  18. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 24 წრე

გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 35 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:40.650, 52-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 363 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 317; 3. ვალტერი ბოტასი - 305; 4. კიმი რაიკონენი - 205; 5. დანიელ რიკარდო - 200; 6. მაქს ფერსტაპენი - 168; 7. სერხიო პერესი - 100; 8. ესტებან ოკონი - 87; 9. კარლოს საინსი - 54; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 43; 11. ფელიპე მასა - 43; 12. ლანს სტროლი - 40; 13. რომენ გროჟანი - 28; 14. კევინ მაგნუსენი - 19; 15. ფერნანდო ალონსო - 17; 16. სტოფელ ვანდოორნი - 13; 17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) - 8; 18. პასკალ ვერლაინი - 5; 19. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) - 5; 20. მარკუს ერიკსონი - 0; 21. პიერ გასლი - 0; 22. ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ჰაასი) - 0; 23. ბრენდონ ჰარტლი - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 668 ქულა; 2. ფერარი - 522; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 368; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 187; 5. უილიამს-მერსედესი - 83; 6. რენო - 57; 7. ტორო როსო-რენო - 53; 8. ჰაას-ფერარი - 47; 9. მაკლარენ-ჰონდა - 30; 10. ზაუბერ-ფერარი - 5

0.090631