გერმანული “კიოლნის” მცველი იან ორელ ბისეკი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა. ბისეკი ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ოდესმე გერმანიის ჩემპიონატში უთამაშია.
ბისეკი, რომელმაც “ჰერტას” წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ბუნდესლიგაში დებიუტისას 16 წლის, 11 თვისა და 18 დღის ასაკის გახლდათ.
თუმცა, თინეიჯერი მცველის რეკორდი მხოლოდ გერმანელ ფეხბურთელებშია. საერთოდ კი, ბუნდესლიგაში ყველაზე პატარა ასაკში თურქ ნური შაჰინს უთამაშია. “დორტმუნდის” ნახევარმცველის დებიუტი მაშინ შედგა, როდესაც 16 წლის, 11 თვისა და 1 დღის იყო. როგორც ხედავთ, ბისეკს შაჰინის რეკორდამდე 17 დღე დააკლდა.
საინტერესოა, რომ ბისეკი მოედანზე მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელ, კლაუდიო პიზაროსთან ერთად იყო (39 წელი).