ფეხბურთი

23:56 | 26.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვილია ბელარუსის ჩემპიონი გახდა

ვაკო გვილია ბელარუსის ჩემპიონი გახდა. ბატე-მ ბოლო ტურში კინაღამ დაკარგა პირველი ადგილი: აგებდა და საბოლოოდ ფრედ დაასრულა “გოროდეიასთან” – 3:3.

კარგა ხანია, გვილიას არ ათამაშებენ. არც ბოლო ტურში გამოუყვანიათ მინდორზე. 9 მატჩი, 1 გოლი – ასეთია ქართველის მონაგარი სეზონში.

ვაკო შარშანაც გახდა ბელარუსის ჩემპიონი. ბატე-სთვის ეს მე-14 საჩემპიონო ტიტულია და აქედან ზედიზედ მე-12.

0.129481