ასეთი დრამატული დასასრული არათუ საქართველოს ჩემპიონატში არ ყოფილა, არამედ მთელ მსოფლიოშიც კი იშვიათობაა.
“ტორპედო” 35 ტურის განმავლობაში არ ყოფილა ჩემპიონატის ლიდერი და ბოლო ტურის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა პირველ ადგილზე. ქუთათურები 2002 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეოთხედ გახდნენ ჩემპიონები!
მსაჯის მიერ დამატებული მეოთხე წუთი იყო, როცა მიკოლა კოვტალიუკი გიორგი გურულის ფეხს წამოედო და მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი დანიშნა. ბურთთან მივიდა ოთარ კიტეიშვილი და ცუდად დაარტყა... როინ კვასხვაძემ ფეხით მოიგერია და “ტორპედო” ჩემპიონი გახდა.
პენალტი როცა დაინიშნა, ბექა მიქელთაძე ითხოვდა ბურთს დასარტყმელად. თუმცა კიტეიშვილმა გადაწყვიტა რთული მისიის შესრულება და... “კიტე” გუნდის კაპიტანია, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და ეტყობა, სწორედ ავტორიტეტმა იმოქმედა.
მანამდე კი იყო გოლი, რომელიც, საბოლოოდ, ოქროსი გამოდგა: შეცვლაზე შესულმა ვლადიმირ კორობკამ ბურთთან პირველივე შეხება საგოლე პასით აღნიშნა. რბილად ჩააწოდა და თორნიკე კაპანაძემ თავით გაიტანა.
“ელვა” (კაპანაძის მეტსახელი) გახდა მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, კვასხვაძესთან ერთად. და კვასხვაძის არც ის ბრწყინვალე ნახტომი დავივიწყოთ, აკაკი შულაიას დარტყმული რომ მოიგერია. ესეც კომპენსირებულ დროში იყო, პენალტის დანიშვნამდე ერთი წუთით ადრე.
მატჩის ყველაზე ლამაზი მომენტი იყო, როცა ლევან კუტალიამ აკრობატული ნახტომით გაიტანა გოლი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ეს პირველ ტაიმში მოხდა.
მოკლედ, 74-ე წუთამდე “დინამო” სასურველ ანგარიშს ინარჩუნებდა და ვერც იმას ვიტყვით, რომ დაცვაში იჯდა. საბოლოოდ, გადამწყვეტ დროს და გადამწყვეტ ფაზაში ტორპედოელები უფრო მზად აღმოჩნდნენ.
ასე დაკარგა “დინამომ” ჩემპიონობა, თუმცა მოსალოდნელიც იყო იმის ფონზე, რომ ზაფხულის მერე გუნდის შემადგენლობა განახევრდა. გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული და გიორგი გველესიანი ერთად წავიდნენ. ორი თვის მერე გუნდს გამოაკლდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და ლუკა ლოჩოშვილი. კიდევ, “ტორპედოსთან” არ იყვნენ ლაშა თოთაძე (გაფრთხილებები) და ბაქარ ქარდავა (ტრავმა).
“ტორპედომ” კი სეზონი სტაბილურად ჩაატარა. ზაფხულის შემდეგ გუნდი არ დასუსტებულა და საწადელსაც მიაღწია.
გრიგოლ დოლიძე – მთელი სეზონის მიხედვით თუ ავიღებთ, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ და ულამაზესი გოლებიც გაიტანა. 35 წლის ასაკში მაინც გახდა საქართველოს ჩემპიონი და სხვა თუ არაფერი, მასზე ნამდვილად ალალი იყო.
კარგი თამაში იყო, მაგრამ რა მოხდება, რომ სკამებს შეეშვან “ტორპედოს” გულშემატკივრები? დალეწეს და ისროლეს მოედანზე. ეს იყო პენალტის დანიშვის მომენტშიც და მას შემდეგაც, რაც კვასხვაძემ მოიგერია. ულამაზო საქციელია.
მომდევნო სეზონამდე!
26 ნოემბერი. თბილისი. დინამო არენა
ეროვნული ლიგა. 36-ე ტური
დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)
დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, გადრანი, კობოური, კუცია (კოვტალიუკი 87), კიტეიშვილი, შულაია, მიქელთაძე, ქოჩლაძე (დავითაშვილი 70), ბ.ქავთარაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გ.გურული, ქიმაძე, გიგაური (ტუღუში 63), ფალავანდიშვილი (მამასახლისი 85), დოლიძე (კორობკა 74), კუხიანიძე, კუტალია, კაპანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გოლი: 0:1 კაპანაძე (74)
კიტეიშვილმა 96-ე წუთზე ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ქავთარაძე – გურული, გიგაური, ფალავანდიშვილი, ქიმაძე
გაძევება: ტუღუში (90+7)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა სირცხვილია რაც ქუთაისელებმა გააკეთეს, რა შუაშია სკამები და სტადიონი? ველურობა იყო ეს ფაქტი, მეც რამოდენიმეჯერ ვნახე და ჩემი აზრით არ იყო პენალი. მაგრამ მაგარი ველურო იყო სკამების ლეწვა და სტადიონის განადგურება. მგონი ადრეც იყო ასეთი შემთხვევა და თუ ლიგაზე ერთ ეტაპს გაივლის ტორპედო შემდეგი თამაში ალბათ დინამო არენაზე მოუწევს თამაში, ის პირუტყვები შესაშვები არაა ვინც დალეწა სკამები და უყურონ ტელევიზორში...
აქ ხალხი დინამო-ტორპედოს პენალტზე აპელირებდა იმას რაჰქვია რაც ქუთაისელმა გულშამიტკივრებმა გააკეთეს? სად გაიზარდეთ ასეთი ველურები რო სტადიონზე სკამებს ლეწავთ. ესაა გულშემატკივრობა? გულშემატკივრობა კიარა ველურობაა. ასეთ ხალხს რაუნდა სტადიონზე? ასეთებს უნდა აანაზღაუროებინო ათმაგად. შე დალოცვილო მიდიხარ მიდიხარ რაღას ლეწავ და ამტვრევ? სკამებმა რამე დაგიშავეს?
სულ მეგონა რომ ქართველებს უკეთესი გემოვნება გვქონდა, რას გავს თასი სადმე იპოვეთ თუ მეორადევში იყიდეთ.??
stripslashes((strlen('http://i.cdn.turner.com/cnn/2010/SPORT/football/08/17/Football.bundesliga.preview/t1larg.jpg')>0?'http://i.cdn.turner.com/cnn/2010/SPORT/football/08/17/Football.bundesliga.preview/t1larg.jpg':'http://i.cdn.turner.com/cnn/2010/SPORT/football/08/17/Football.bundesliga.preview/t1larg.jpg')) ისნპირაციაDDD კობის იდეა იქნებოდა უეჭველი,გერმანული მოდელიDDDDDDDDDDDDDDDDDDD
+
იმდენი ხალხი დაესწრო გადანწყვეტ თამაშს მსაჯებმა ერთმანეთს აგინეს
ცოტაც და სკამები თავისით მოიგლიჯა ოდენობით DDDDDDDD
მანდ კიდე რამდენიმე სკამმა მუტაცია განიცადა და ადამიანად გადაიგცა, ისე აღშფოთდა მსაჯის ქმედებით, თორე თამაშის დროს ტრიბუნებზე საერთოდ არავინ არ ჩანდა
ყველაფერს ეშველება მაგრამ ტორპედოს საიტს ვერასდროს ვერაფერი ვერ ეშველება.
bbc მაც კი დაცერა ტორპედოს გაცჰემპიონონებაზე მაგრამ საიტზე ისევ დინამოა პირველ ადგილზე
1000% გეტახმები მეგობარო ეს პროსტო სირცვილია --ზაალ გაყარე ყველა დარმაედი გუნდიდან
კორბენ სკამები იმიტომ მოიგლიჯა რო რაც ნაკლები სკამები დარჩა ახლა ავტომატურად დასწრების %ობა გაიზრდება DDDDDDDD
ფიფია რო მოგლიჯოს სკამიდან ვინმემ, არ შეიძლება ? DDDDDDDD
ფიფიას ფულის კეთების კარგი სტრატეგიაა აქვს, საბავშო აკადემია განავითარა ინფრასტრუქტურასაც მიხედა ასე თუ ისე, მერე ახალგაზრდა ფეხბურთელი თუ ვინმე გამოიჩენს თავს უშვებს უცხოეთში და სატრანსფერო უფლებებსაც იტოვებს, ისინი თუ გაყიდიან იქედან ფიფიას წილი ერგება.
გუნდის წარმატება მაგას იმ დონეზე აინტერესებს რომ მაგის ფეხბურთელები ვინმემ ნახოს და დაინტერესდეს
არტურ, მუშნი გილოცავთ ძმებო!
კაჭარავა სადა ბოდიში მაინც მოიხადოს !
რაის კაჭარავა ფიფია დასაკიდი.ამდენჯერ ახალ გუნდს ერთ წელიწადში კაჭარავა კი არა კაპელო ვერ გააკეთებს.DD
მეგობარი რას ერჩი კაჭარავას? ნუთუ არც გაგიგია რომ მეპატრონე გათახსირებული ათათახსირებს დინამოს აქ არა ხარ ნახევარი გუნდი გაყიდა წიწილებივით
არცერთის გულშემატკივარი არ ვარ (ლოკო და საბურთალო მირჩევნია ორივეს), მაგრამ... გულშემატკივრობაში ძაან რო გვიჭირს ზოგადად და აზრზე არ ვარ ვიცით და მეც ვიცოდი, მაგრამ ესენი რასაც აკეთებენ არ ჯდება არანაირ ჩარჩოში... ამას ქვია ქაჯობა, უვიცობა, უცოდინარობა, უპატივცემულობა... მერე უკვირთ რატო გვცემენო... რაცარუნდა ყოფილიყო, ვისკენ არუნდაყოფილიყო მსაჯი, სულ რო თავზე დაემხო ყველაფერი, ეს წესია? სად ნახეს? სად ისწავლეს? ვისგან აიღეს მაგალითი?... და ბოლოს: ლიგის შესარჩევზე გავიდნენ თორე არ დაგლიჯონ ეხლა იქ ყველაფერი, ნებისმიერი რო გასულიყო საშუალოზე დაბალი დონის გუნდი ორივე თამაშს მოუგებს... ჯერ გულშემატკივრობა ვისწავლოთ და მერე პრეტენზიები : )
ძალიან წინდაუხედავად მოიქცნენ "ტორპედოს" ქომაგები. ეს გუნდი იმ დონის ფეხბურთს თამაშობს, რომ დარწმუნებული ვარ გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. ამ რანგის მატჩებს კი მხოლოდ "დინამო არენა" თუ უმასპინძლებს...
ჰოდა რეალი, სიტი, ნაპოლი და სხვები რო ჩამოვლენ რაღაზე უნდა დაჯდეთ, როცა სკამები სულ დაგლიჯეთ და მოისროლეთ ?
ხო რა ალბათ ჯგუფიდანაც მთავარი პრეტენდენტი იქნება ბარსასთამ ერთად..)))


კასპიშეეეეეეე მადლობა ძმა
კარგით რა!
ბოლო წამებზე ასეთ(უაზრო) პენალტს რო დაგიდებენ დალეწავენ სკამებს აბა რას იზამენ. ესე, და უარესადაც მოიქცეოდნენ ყველგან. არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი აქ არ მომხდარა. უსამართლობას ყოველთვის აგრესია მოყვება!
საზოგადოებრივ მაუწყებელზე აშკარად ტენდენციური წამყვანებს მიყავთ რეპორტაჟი. გინდა თუ არა ეს მოქმედებს გულშემატკივარზე როდესაც ყველა წინადადების უკან ფარული დინამოს გულშემატკივრობაა.
დინამოს ფანები რომ ალაპარაკდნენ ბანძ ჩემპიონატზე და ტორპედოს ფიასკოზე საუბრობენ ტორპედოს გამარჯვების შემდეგ ცოტა ადეკვატურია.
რაც ტორპედოს მოუვა ევროტურნირებზე იგივე არ აცდებოდა და არც აცდება დინამოსაც. მტავარია იქ სადაც საჭირო იყო იქ მოიგეს და ვნახოთ შემდეგში რა იქნება.
აშკარად ძალიან კარგი დონის გუნდი დაშალა ფიფიამ და ეს მათი ბრალია და არა ტორპედოსი რომელმაც მთელი ჩემპიონათი სტაბილურად ითამაშა და აშკარად დინამოს დასუსტების ხარჯზე მოიგო და არა ტორპედოს გაძლიერებით.
ასეა თუ ისე, ტორპედომ დამსახურებულად მოიგო და წარმატებები ევროტურნირებზე ტორპედოსაც და დინამოსაც!
საფეხბურთო დასკვნები კარგი ,მაგრამ ტრიბუნის სკამებმა დანიშნეს პენალტი თუ სკამის მონტაჟნიკებმა ? სკამის დამტვრევა რა გაგებაში სწერია და რა სიკეთეში ? უსამარტთლობას რო აგრესია მოჰყვება , ის აგრესიაც თუ უსამართლო მიმარტულებით მიიმართება , ეს მართალი საქციელია ? სად მოითხოვება ეგრე , რომელი დაწერილი ან დაუწერელით ? ასდამიანმა შენს თავს უნდა სცე პატივი პირველ რიგში შენი საქციელით და თავს კონტროლი გაუწიო , ეგრე არაა ?
მით უმეტეს , ამათ თამაშზე ... აღმოსავლეთით წითელ ხიდს რომ ვერ გაცდებიან და დასავლეთით მოლდოვას, გინდ კლუბები და გინდ ნაკრები
ამათი ნათამაშები ფეხბურთი არ დავხატე თოვლზე ყვითლად ?
ტორპედოს მოხვედრას ლიგის შესარჩევზე ისე გლოვობს ხალხი გეგონება დინამო სულ გლეჯდა იქაურობას რო გადიოდა

აბა+1DDDDDDD
ვილოცავ ტორპედოს ჩემპიონობას...და მადლობა ბავშვებს ამხელა გარჯა და შრომა დადეს .. იმის მიუხედავათ მატყუარა ფიფიამ დაშალა გუნდი... და ამ სკამებს შეეშვით ბოლოს და ბოლოს ეროვნული სტადიონიაა ხოო... სირცხვილიააა .. ლიგაზე იმედია არ დაუთმობს ფიფია ტორპედოს ....
მადლობა ძმა
ერთი ნორმალური დიზაინერი რაგახდა ? ჯერ იყო და "გარშოკს"გავდა თასი ახლაა და "მასკვიჩის" დისკს გავს.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
არის გეხუტუნეთ ჩემო ლომებოოოოო ლიგაზე არავინ რამე მოგვთხოვოსDDDDDDDD მთავარია ჩემპიონობაააააააა
გენაცვალე ძმა! ჩემპიონობა მაზეიმა და არ ავკარი თქვენს ლიგას
სამართალმა იზეიმაააააააა დადექით ახლა დეეწყვეთ და ველოდები მოლოცვებს
სკამებიც ლეწვა ძალიან სამარცხვინო იყო, რბილად, რომ ვთქვა.
დინამოზე რა უნდა ვთქვა? ფიფია ვერ გამოდგა კარგი პრეზიდენტი.
კაჭარავა კარგი მწვრთნელი.
ის ორი შამბალა კარგი მრჩეველი.
აი ფეხბურთელებზე ყველაზე ნაკლები აუგი მეთქმის, ასეთ დაულაგებელ გუნდში ამ ახალგაზრდებმა რაც შეძლეს გააკეთეს.
ტორპედოს კიდე მაგრად სჭირდება გაძლიერება ევროსთვის. სპონსორებია საჭირო, ეხლა მაინც გამოჩნდნენ, ჩემპიონი გახდა გუნდი.
ამ ,,შესტოის" დისკივით ფარის დიზაინერი მანახა ერთი
ეჰ...თუ გადავრჩით მომავალი ჩემპიონატი ჩვენია
გიკვირთ სკამების გლეჯა? ის პენალტი რომ შეეგდო მერე გენახა გლეჯა,ოღონდ უკვე თავების
ნაც დრამას ევროტურნირებზე რა გაგრძელება მოყვება? DDDDD
ისე რომ, თუ პერუს მაგივრად იტალიას მოიაზრებდნენ მსოფლიოზე წასვლაში, რუსეთის მაგივრად ჩვენი წასვლა ალალი იქნება..
:
Полностью список, опубликованный Телеграм-каналом, выглядит следующим образом:
1. Игорь Акинфеев.
2. Юрий Лодыгин.
3. Сергей Рыжиков.
4. Василий Березуцкий.
5. Сергей Игнашевич.
6. Георгий Щенников.
7. Владимир Гранат.
8. Алексей Козлов.
9. Андрей Ещенко.
10. Дмитрий Комбаров.
11. Андрей Семенов.
12. Игорь Денисов.
13. Алан Дзагоев.
14. Роман Широков.
15. Денис Глушаков.
16. Виктор Файзулин.
17. Олег Шатов.
18. Юрий Жирков.
19. Алексей Ионов.
20. Александр Кокорин.
21. Максим Канунников.
22. Александр Кержаков.
23. Александр Самедов.
24. Руслан Камболов.
25. Павел Соломатин.
26. Иван Князев.
27. Сергей Евтушенко.
28. Егор Генералов.
29. Сергей Петров.
30. Илья Зуев.
31. Михаил Мищенко.
32. Егор Никулин.
33. Камила Алексеева.
34. Екатерина Маслак.
Как отмечает источник, в ФИФА практически уверены в наличии запрещенных веществ в крови как минимум трех футболистов из списка. Речь идет о бывших игроках «Динамо» Егоре Генералове и Павле Соломатине — в их допинг пробах якобы были обнаружены следы марихуаны. Кроме того, в международной федерации почти не сомневаются в присутствии допинга в крови Руслана Камболова. По данным источника, сам игрок «Рубина» в разговоре с врачами сборной России подтверждал, что накануне сдачи анализа крови ему в больнице делали укол дексаметазона.
იქნებ დაწეროთ რამე რუსი როდჩენკოვის სენსაციურ განცხადებაზე, რომელიც ადანაშაულებს რუსეთის სახელმწიფოებრივ ჩარევას დოპინგით 34 ფეხბურთელზე. აქედან 3 ფეხბურთელზე უკვე ეჭვი არაა რომ დაუმტკიცდებათ და იქ ჩამოთვლილია რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი. როდჩენკოვმა დამამტკიცებელი საბუთები გადასცა უკვე დამოუკიდებელ ექსპერტს რიჩარდ მაკლარენს რომელმაც უკვე ბევრი რუსი სპორტსმენები ამხილა და მალე ალბათ მთელი რუსეტის ფეხბურთის ნაკრები იქნება მხილებული.
ვულოცავ ქუთაისლებს ეკუთვნოდათ ჩემპიონობა, მაგრამ ევროპაზე რა გვეშველებაა ეგაა საქმე, დღეს რასაც ვუყურე რაიმის იმედი არ უნდა გვქონდეს.
გახიარე ბრატ
სანმარინოს და ანდორის ჩემპიონატები ალბათ ბევრად ძლიერია ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი
ქართული ფეხბურთის საფლავზე ეპიტაფიას გავდა ეს თამაში
Kiteishvilma waagebia dinam9s . Magram ara penaltit mteli tamashi iazrod artyamda etyoba auvarda tavshi kapitnoba
კიტე მაგარი კაი ბიჭი ხარ გული არ გაიტეხო ყველაფერი წინ გაქვს დღეს უბრალოდ ჩვენ უნდა გვეზეიმა
ჩავუჯვი გულშემატკივრობაში ვინამაც ეგ გააკეთა. დაგხვდებათ ქუთაისში
გილოცავთ ყველა ქუთათურს ამ წარმატებას ესეეც მეოთხე საჩემპიონო ტიტული მართლა დრამა გათამაშდა ბოლო წუთებში თავადვე შევიქმენით ეს პრობლემა 3 ჯერ არ აუხტით საჰაერო ბურთს სანამ ჩვენს საჯარიმოში არ მოხვდა მაგრამ ბოლოს მაინც ღირსეულმა გაიმარჯვა....იმედია გაგრძელდება გუნდის განვითარება მოხდება სწორი შევსება და ევროპაზე ღირსეულად გამოვალთ
გილოცავთ ქუთაისელებო, მარა თხოვნა მექნება ევროპაზე გამოსვლაზე ნუ ვილაპარაკებთ)) ყველა ქართული გუნდი რომ გათახსირდება ეს წინასწარ გაწერილია.))