ფეხბურთი

18:30 | 26.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსი - 28 გოლი სერია ა_ში და ფასი 28 მილიონი ევრო

“ნაპოლის” ბელგიელმა ფორვარდმა დრის მერტენსმა განაცხადა, რომ გასულ ზამთარს ჩინეთში შეეძლო კარიერის გაგრძელება და ვარიანტები ამჟამადაც აქვს. მერტენსმა ყურადღება გაამახვილა, რომ საკმაოდ იაფი ღირს...

“იცით, ჩემი გასაშვები თანხა 28 მილიონი ევროა. სად ნახავთ ფეხბურთელს, რომელმაც სერია ა-ში სეზონში 28 გოლი გაიტანა და 28 მილიონი ევრო ღირს?! ვერსად. 28 მილიონი ხომ უკვე სასაცილო თანხაა. ასე რომ, საკმაოდ ხელსაყრელი კონტრაქტი მაქვს. ვისაც ჩემი ყიდვა სურს, არცთუ ძვირი დავუჯდები, მაგრამ მე თავად არ მინდა ნეაპოლიდან წასვლა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117241