ფეხბურთი

20:26 | 26.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ჩემპიონშიფში მსაჯი გულშემატკივარმა შეცვალა

ინგლისის ჩემპიონშიფში, “ნორვიჩი”-“პრესტონის” მატჩისას საინტერესო ამბავი მოხდა. გვერდითმა მსაჯმა ტრავმა მიიღო და მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში შეეჩერებინა. თუმცა მოულოდნელად, ნორვიჩელთა ფანმა სთხოვა მთავარ არბიტრს, მე ვიმსაჯებო და თანხმობაც მიიღო.

ტრავმირებული გვერდითი მსაჯის ნაცვლად, მეოთხე მსაჯი დადგა, ხოლო მეოთხე მსაჯად – ნორვიჩელი გულშემატკივარი. ფანმა 10 წუთის დამატების მანიშნებელი ტაბლო აჩვენა. კიდევ, სტუმართა შემადგენლობაში შეცვლა განხორციელდა და ბუნებრივია, ამ პროცესშიც ჩაერია.

ასე მშვიდად დასრულდა მატჩი, პრეტენზია არავის გამოუთქვამს.

0.115527