კალათბურთი

16:05 | 26.11.2017 | ნანახია NaN - ჯერ

შიო ხეცურიანის კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის შიო ხეცურიანი იბრძოლებს.

რამდენიმე დღის წინ გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურად აღნიშნულ პრეზენტაციას, რომელშიც ინდიკატორები (შუალედური შედეგები) წლების მიხედვით გაწერილია და მარტივად გაზომვადია, რაც გაწეული სამუშაოს შეფასების საშუალებას იძლევა.

2018-2020 წლებში დაგეგმილი პრიორიტეტული აქტივობები: რეგიონებში კალათბურთის განვითარება, ნიჭიერ ბავშვთა მოძიების პროგრამა, ბავშვთა განათლების მონიტორინგი, რეგიონალური ასაკობრივი ჩემპიონატები, დამოუკიდებელი არბიტრაჟი, მოლაპარაკებების დაწყება FIBA-სთან და NBA-სთან სხვადასხვა პროგრამების განსახორციელებლად, მარკეტინგული აქტივობები, სამედიცინო შემოწმება, მოთამაშეთა სავალდებულო დაზღვევა, ქალთა გუნდების დაფინანსება, ქუჩის კალათბურთის მოედნების მოწყობა, საკალათბურთო რეესტრის შექმნა.

10-წლიან სტრატეგიაში ძირითადი მიზნებია: კალათბურთელთა რაოდენობის, როგორც ქალთა, ასევე კაცთა, ზრდა; საქართველოს მასშტაბით ბავშვთა კალათბურთის განვითარება; არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და ახალი დარბაზების მშენებლობის ინიცირება; მწვრთნელების და მსაჯების კვალიფიკაციის და რაოდენობის ზრდა; სუპერლიგის და ა ლიგის განვითარება, სამოყვარულო კალათბურთის ხელშეწობა; სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების აქტიურად ჩართვა კალათბურთში; თანამედროვე სტანდარტების, სამართლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული რეგულაციების შემუშავება; დამატებითი ფინანსების მოზიდვა და განსახორციელებელი პროექტების ეფექტურ პრიორიტეტიზაცია.

შიო ხეცურიანი: „ჩვენი მიზანია ვაქციოთ კალათბურთი საქართველოში ცხოვრების წესად. აღნიშნული სტრატეგია იქნება სახელმძღვანელო ჩვენთვის და მონიტორინგის საშუალება კალათბურთით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.“

გაეცანით შიო ხეცურიანის კალათბურთის განვითარების პროგრამის 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციას.

გადმოსაწერი ბმული:


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:28 | 17.05.2018
arsena8 (731)

კაისეიც გაიტანა !

15:10 | 17.05.2018
kelbo (7279)

BEERTRANCE

პირველ ბრძოლას კვირას სტელა არტუაში ვუყურეთ იაპონელ სტუმრებთან ერთად - ტოჩის 2 იქაური ფანი იყო ჩამოსული...
ახლა ამ შაბათ-კვირას ალბათ არ მოხერხდება - ქალაქიდან გასვლა გვიწევს ზოგს

მაგრამ ბოლო შაბათ-კვირას უეჭველი ვეცდებით რამეს - შაბათს 26 მაისია და დამოუკიდებლობის დღე, თან ასე თუ გაგრძელდა კაკრაზ მაგ დღეებში შეიძლება ტოჩის ოძეკობაც გადაწყდეს ან სულაც კიდევ ერთი იუშო...
მოკლედ აუცილებლად ვეცდებით სადმე შეკრებას და რო გადაწყდება, დროს და ადგილს მოგწერ აქ

15:31 | 17.05.2018
BEERTRANCE (97819)

მადლობა გაიხარე

13:17 | 17.05.2018
ალექსანდრე (6188)

ჰაკუხოსა და ტოჩის შორის შედგება ბრძოლა იმპერატორის თასისათვის.

13:30 | 17.05.2018
Buratino (3505)

ღმერთმა გისმინოს

13:19 | 17.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

იმედია

13:06 | 17.05.2018
BEERTRANCE (97819)

მინიმუმ 12-3 უნდა დადოს ტოჩიმ. იჩისაც და ენდოსაც უნდა აჯობოს იოკოძუნებთან ალბათ მე-11 მე-12 ან მე-13 დღეს მოუწევს. კაი ბალანსით მივა მანამდე და წესით კომექსიც მოხსნილი ექნება და შეჭიდება იოკოძუნებს მოსაგებად

12:48 | 17.05.2018
ალექსანდრე (6188)

ხვალ ტოჩის მეტოქეა ის ვისაც 5 დან 5 წაგება აქვს.

12:48 | 17.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ეგეც 5

12:44 | 17.05.2018
ალექსანდრე (6188)

მავაში თუ ჩაიგდო ხელში იქიდან უკვე ვერავინ გარბის და ტოჩის ბულკი ხდება.

12:39 | 17.05.2018
Buratino (3505)

ვაშააა! გაგამაც მოიგო და ტოჩიმაც

12:01 | 17.05.2018
BEERTRANCE (97819)

როგორც იქნა გაგამ მოიგო, იმედია მოგებები სერიას მიაყოლებს.
ტოჩის ხვალაც სუსტი მეტოქე ყავს.

12:50 | 17.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

შეიძლება სუსტია გიგა, მარა ტოჩი არ შეხვედრია ჯერ მაგას, ამიტომ სიფრთხილე მართებს მაინც.

13:02 | 17.05.2018
BEERTRANCE (97819)

ძალიან ცუდად ჭიდაობს და რავი როგორ უნდა აჯობოს ტოჩის

11:23 | 17.05.2018
kelbo (7279)

ასევე ვაპირებთ სუმოს ფენტეზის ორგანიზებას... იმედია ივლისის ბაშოსთვის მოვასწრებთ

12:00 | 17.05.2018
BEERTRANCE (97819)

ქელბო შარაგულში ისევ აპირებთ შეკრებას?

11:06 | 17.05.2018
kelbo (7279)

დაიდო ლინკი:

0?'>https://www.facebook.com/adjarasport/videos/1906006876097727/?notif_id=1526540654191882¬if_t=live_video':'>https://www.facebook.com/adjarasport/videos/1906006876097727/?notif_id=1526540654191882¬if_t=live_video'))

11:11 | 17.05.2018
kelbo (7279)

ლაივი გაგრძელდება 11:00-დან 13:00-მდე
მარტო ტოჩის ბრძოლა ვისაც გაინტერესებთ დაახლოებით 12:30-სკენ იქნება

11:01 | 17.05.2018
kelbo (7279)

ვაშა! როგორც იქნა, მადლობა ადმინ...

დღეს გაგამ მოიგო კოტოიუკისთან... როგორც იქნა გატეხა ნავსი
აჭარასპორტის დახმარებით მოხერხდა ლაივის ორგანიზება ქართული კომენტარით - უძღვებიან ქართული სუმოს ქომაგების წევრები
როგორც კი დაიდება ლინკი ეგრევე დავდებ აქაც

07:44 | 17.05.2018
lakers93 (446)

Orshabatidan ukve samsaxurshi yvelas shevayvare sumo da hakuho ,kakuriy da tochinoshi amati saxelebi vaswavle ukve ,me magrad momwons kai sportia ,nu ratqmaunda qartvelebi ro tamashoben imito

07:40 | 17.05.2018
lakers93 (446)

Madloba bichebo bevri ragac viswavle am bolos da eg ver gavige, zaza191 youtobze chawere(natsu basho live) da me piradad egre vuyureb 11ze iwyeba tu sworda maxsovs,dges imedia kaiseis mijiryvnis tochi

02:15 | 17.05.2018
zaza1971 (312)

მეგობრებო ლინკი თუ შეგიძლიათ დადოთ სად შეიძლება ვუყურო ლაივს და რომელ საათზე იწყება?

21:54 | 16.05.2018
lakers93 (446)

Tochi xval braziliels xvdeba romelic 50kg t naklebma 40gzis triumpatorma daamarcxa ramdenime wamshi, 30ze meti sumoistia am divizionshi da ra principit gvxvdeba mowinaamdegeebi iqneba arc shodais arc hakuhos ar kakuryus ar shevxvdet,sumos saiti marto xvalindeli tamashebis ganrigs achvenebsda mets ara,ra principit etamashebian ertmanets(gtxovt gamarkviot)

01:13 | 17.05.2018
BEERTRANCE (97819)

იმის მიხედვით წყვიტავენ ვინ ვის შეხვდება თუ როგორ მიუდის მოგება წაგება თითოეულ რიკიშის. როცა მოგებებს აგროვებ აუცილებლად მოუწევს მასზე წინ მდგომებს შეხვდეს, 1ად1 1 სკოლის წარმომადგენლები ვერ შეხვდებიან ერთმანეთს.

22:29 | 16.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ზუსტად 42 სუმოისტია უმაღლეს დივიზიონში(თუ რა თქმა უნდა, ტრავმა არ აქვს ვინმეს). თითოეული მათგანი ხვდება რეიტინგი მასთან ყველაზე ახლოს მყოფ 15 მოწინააღმდეგეს. ასე რომ ტოჩის ყველა ვარიანტში მოუწევს მასზე წინ მდგომებთან შეხვედრა.

22:47 | 16.05.2018
O. Mertskhali (8101)

მადლობა

20:32 | 16.05.2018
miriani (2665)

მოკლედ დრეს კაკურამ ჩაისვარა, გოეიდომ მე-2 გაასხა..ყველაფერი ისეთი რასკლადით მიდის რო თუ მიაწვა ტოჩი შეიძლება მეორე ბაშოც დადოს! მიუმეტეს ჰაკუჰო ძველი ფორმიდან ძაან შორსაა.
წარმატებები ლევანს, იმედია ხელახლა გადაწერს ისტორიას ;-)

19:09 | 16.05.2018
O. Mertskhali (8101)

მაგარია!
მაჩვენება, რომ ეს მე-5 შეხვედრა იქნება გადამწყვეტი: თუ მოიგო, მერე გაილაღებს, ხოლო თუ წააგო მერე გაუჭირდება ფსიქოლოგიურად...

20:01 | 16.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მასეც ვერ ვიტყვით. გაცილებით რთული მოწინააღმდეგეები ბოლოსკენ ყავს.

22:47 | 16.05.2018
O. Mertskhali (8101)

მესმის... ვიგულისხმე, რომ გაცილებით გაუადვილდება თავისი მისიის თუ პროგრამა მინიმუმის შესრულება, რადგან თავდაჯერებული იქნება მეთქი

19:26 | 16.05.2018
ალექსანდრე (6188)

კაისეის კი უნდა მოუგოს თუ ოძეკობა უნდა.

17:37 | 16.05.2018
Buratino (3505)

არცერთ შემტხვევაში ოდნავადაც არ უნდა მოდუნდეს ტოჩი, რადგან კაისეი მისთვის იოლი მეტოქე არ არის. სტარტიდანვე სრული კონცენტრაცია-ყურადღება და მაშინ ეს ბრძოლა ლევანისი იქნება.
რაც შეეხება იმას რომ აქაოდა გაგაზე არაფერს ვამბობთო, ოღონდ მაგან მოგებები დაიწყოს და ერთს კი არა, 10 კომენტარს დავწერ

16:50 | 16.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

კაისეი არ არის იოლი მეტოქე ტოჩისთვის. მხოლოდ მინიმალურ უპირატესობას ფლობს ტოჩი მასთან ურთიერთშეხვედრებში, 8:7.

16:52 | 16.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

თუმცა, ამ ეტაპზე ნამდვილად უდაო ფავორიტია, ჩვენდა გასახარად

16:55 | 16.05.2018
BEERTRANCE (97819)

თან უთღიმღამოა კაისეი

16:34 | 16.05.2018
თორღვა პანკელი (1138)

გაგამარუთიც ძალიან ვამაყობთ და სამწუხაროა მისი ასეთი წარუმატებელი "პალასა" ამ ბოლოს, იმედია მოახერხებს ჩადგება ფორმაში და აჩვენებს იმ სუმოს რომელიც შეუძლია, აი ტოჩი კი უკომენტაროდ.

16:11 | 16.05.2018
BEERTRANCE (97819)

გაგას მალე გამოჯანმრთელება და მოგებები

16:11 | 16.05.2018
BEERTRANCE (97819)

ამ ფორმაში მყოფი კაისეც ქე უნდა აჯობოს. მიდი ტოჩი ბოლომდე ყურადღებით, არ მოდუნდე, თავდაჯერება ქე შეგემატა

15:14 | 16.05.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

როგორც ჩანს, ბრაზილიელ გოლიათსაც იოლად მოინელებს ტოჩი - ვერ ყოფილა კაისეი ფორმაში.
ამ "წინასაოძეკო" გაწამაწიაში გაგა სულ გადაგვავიწყდა და მინდა მხნეობა ვუსურვო. მალე დაბრუნებოდეს მოგებების "პალასას".

0.062735